ცერებრიალური ათეროსკლეროზი

ცერებრიალური ათეროსკლეროზი

 

ცერებრიალური ათეროსკლეროზი  დაავადება, რომელიც აზიანებს თავის ტვინის არტერიებს.

 

მიზეზები

·         არასწორი კვება;

·         ღვიძლის მიერ ქოლესტერინის დიდი რაოდენობით გამომუშავება;

·         ხშირი სტრესი;

·         ალკოჰოლის მავნე გამოყენება.

 

სიმპტომები

·         მეხსიერების პროგრესირებადი გაუარესება;

·         კონცენტრაციისა და ყურადრების დაქვეითება;

·         მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;

·         ძილის დარღვევა;

·         გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება;

·         ხასიათის სწრაფად ცვლა;

·         თავის ხშირი ტკივილი;

·         დეპრესიული მდგომარეობა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

·         სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი;

·         ლიპიდოგრამა;

·         შინაგანი ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         ანგიოგრაფია;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         სისხლძარღვების დოპლეროგრაფია.

 

მკურნალობა

·         ლიპოტროპული და ჰიპოქოლესტერინემიული მოქმედების პრეპარატები;

·         ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         სისხლძარღვების გასაფართოვებელი პრეპარატები;

·         გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგებელი პრეპარატები;

·         პოლივიტამინები.

·         კრიოაფერეზი;

·         პლაზმის კასკადური ფილტრაცია.

 

დიეტა

დაავადების მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც გამორიცხავს რაციონიდან ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებს:

·         რძის ცხიმიანი პროდუქტები (1%-ზე მეტი ცხიმიანობით);

·         ცხიმიანი ხორცი;

·         შაქარი;

·         თაფლი;

·         საკონდიტრო ნაწარმი.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         ინსულტი;

·         ინფარქტი;

·         პარალიჩი;

·         ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         სუფთა ჰაერზე ხშირად ყოფნა;

·         ქოლესტერინის შემცველი პროდუქტების მიღების შეზღუდვა;

·         მოწევაზე უარის თქმა;

·         ალკოჰოლზე უარის თქმა;

·         რეგულარული ფიზიკური ვარჯიში.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.