ბულიმია

ბულიმია

ბულიმია დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ვლინდება გაუკონტოლებელ ჭამაში. დაავადება წარმოადგენს ადიქციის (აკვიატებული იდეა) ერთ-ერთ სახეობას საკვებთან მიამართებაში. ყველაზე ხშირად ბულიმიით დაავადებული არიან ქალები.

 

მიზეზები
დაავადება ყველაზე ხშირად წარმოიშობა ფსიქიკური დარღვევების შედეგად, რაც დაკავშირებულია ემოციონალურ მდოგმაროებასთან. ბულიმიის სხვა მიზეზებია:

·         თავის ტვინის ქერქის კვებითი ცენტრის დაზიანება;

·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

·         ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული უკმარისობა.

 

ბულიმიის სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:

·         საკვების ჭარბად მოხმარება, სწრაფი ჭამა, ცუდი ღეჭვა და ყლაპვა;

·         ყოველი ჭამის შემდეგ გულის რევა;

·         წონის ხშირი ცვლილება;

·         ჩაკეტილობა;

·         საერთო სისუსტე;

·         ხშირი ფარინგიტი, ანგინა;

·         საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები;

·         დერმატიტისკენ მიდრეკილება;

·         სტომატოლოგიური დაავადებები;

·         ნერწყვის ჭარბი გამოყოფა;

·         კანის გამოშრობა.

 

დიაგნოსტიკა

იმისათვის, რომ მოხდეს დაავადების დიაგნოსტიკა, ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს პაციენტის საერთო დათვალიერებას და იკვლევს დაავადების კლინიკურ ნიშნებს. დამატებით რეკომენდირებულია ასევე ექიმ-სტომატოლოგთან და გასტროენტეროლოგთან გამოკვლევა.

 

ბულიმიის მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მოიცავს:

·         ანტიდეპრესანტებს;

·         ფსიქოთერაპიის სეანსებს;

·         სპეციალურ დიეტას;

·         არსებული ფიზიოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა.

 

დიეტა

იმისათვის, რომ საბოლოოდ გაირკვეს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ბულიმიას, პაციენტებმა უნდა დაიცვან სპეციალური დიეტა - მიიღონ საკვების შეზღუდული რაოდენობა დროის ერთი და იგივე მონაკვეთებში. პროდუქტი მდიდარი უნდა იყოს სახამებლით და ცილებით. თუ მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში, მედპერსონალმა უნდა გამორიცხოს საკვების მიღების შემდეგ ღებინება.

 

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს ისეთი სახის გართულებები, როგორიცაა:

·         სტომატოლოგიური დაავადებები (პაროდონტიტი, პაროდონტოზი);

·         მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

·         საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (გასტრიტი, ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, ქრონიკული ყაბზობა);

·         ენდოკრინული დაავადებები (ჰიპოტირეოზი, შაქრიანი დიაბეტი);

·         გულის უკმარისობა;

·         შიდა სისხლდენა.

დაავადების გართულების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სუიციდის ფაქტს.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·         ქალბატონები 15-16, 22-25, 27-30 წლის ასაკში;

·         გამხდარი ქალბატონები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         მშობლებმა განუვითარონ ბავშვებს სწორი თვითშეფასება, არ გამოიყენონ საკვები დასჯის ან წახალისების მიზნით;

·         მოზარდობის ასაკში ბალანსირებული კვების დაცვა (მრავალფეროვანი და ვიტამინებით მდიდარი საკვების გამოყენება), ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.