ბრტყელტერფიანობა
ბრტყელტერფიანობა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტერფის დეფორმაცია.
განვითარების მიხედვით გამოყოფენ:
· გრძივ ბრტყელტერფიანობას;
· განივ ბრტყელტერფიანობას.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ტერფისა და ტერფის ძვლის პრობლემები;
· რაქიტის გართულებები;
· პოლიომიელიტის გართულებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ფეხების სწრაფი დაღლა;
· დღის ბოლოს ფეხების დასიება და სიმძიმის შეგრძნება;
· ფეხსაცმელი სწრაფად ჯდება და იცვითება შიდა მხრიდან;
· ქალებს დისკომფორტს უქმნის ქუსლიანი ფეხსაცმელი;
· ტერფის გაფართოვება;
· თეძოების, წელის, წვივების ტკივლი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი და ნიშნავს:
· საერთო კლინიკური დათვალიერება;
· ტერფების რენტგენი;
· ტერფების პლანტოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· მასაჟს;
· მანუალურ თერაპიას;
· ფიზიოთერაპიულ პროცედურებს;
· ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარებას;
· სამკურნალო ფიზკულტურას;
· აბაზანებს ფეხებისთვის;
· ქირურგიულ ჩარევს.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· ფეხის თითების დეფორმაცია;
· ართროზი;
· სქოლიოზი;
· მენისკის დაავადებები;
· ოსტეოქონდროზი;
· ხერხემლის თიაქარი;
· რადიკულიტი;
რისკის ჯგუფი
· ქალები, განსაკუთრებით ფეხმძიმეები;
· ჭარბი წონის ადამიანები;
· ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები;
· ადამიანები, ვისი პროცესიაც დაკავშირებულია ხანგრძლივად ფეხზე დგომასთან.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ბალახზე, ქვიშაზე, არათანაბარ ზედაპირზე ფეხშიშველი სიარული;
· სიარულის სისწორისთვის ყურადღების მიქცევა;
· კუნთების, ტერფების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება;
· ხარისხიანი ფეხსაცმლის შერჩევა;
· ერთი და იგივე პოზაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება.