ბოუენის დაავადება

ბოუენის დაავადება

ბოუენის დაავადებას ხშირად ეძახიან შიდაეპიდერმალურ კიბოს. აღნიშნული პრობლემა დერმატოლოგიური ხასიათისაა და წარმოადგენს კანის ზედაპირზე წერტილოვან ან მრავალწერტილოვან წარმონაქმნებს. დაავადებას შეუძლია დააზიანოს როგორც კანის ნაწილი, ასევე ლორწოვანი გარსი.  

 

მიზეზები

ბოუენის დაავადების ძირითადი მიზეზებია:

·         ქიმიური ნივთიერებების კონცეროგენული ურთიერთქმედება;

·         ულტრაიისფერი დასხივება;

·         იონიზირებადი რადიაცია;

·         ტრავმული დაზიანებები, რომელსაც ახლავს ნაწიბურების გაჩენა;

·         ქრონიკული დერმატოზები (მაგალითად, ლორწოვანი გარსის წითელი ანამორფები, დიოქსიდური წითელი მგლურა, დისტროფიული ბულოზური ეპიდერმოლიზი).

 

ბოუენის დაავადების სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

·         მომრგვალებული და არასწორი შემოწერილობის მოწითალო ლაქები;

·         ლაქები, რომლებიც ნელ-ნელა ემსგავსება მოწითალო ფირფიტებს დახეთქილი ზედაპირით; 

·         გამონაზარდის ზედაპირიდან ქავილით წარმოქმნილი თეთრი და მოყვითალო ნადების მოშორების შეუძლებლობა;

·         წანაზარდიდან უსისხლო, სველი გამონადენი;

·         წანაზარდის არაერთგვაროვანი ზედაპირი;

·         თმით დაფარული წანაზარდები, ატროფია, ჰიპერკერატოზი ახალ წანაზარდზე;

·         წანაზარდების დაწყულებაეს სიმპტომი, როგორც წესი, ადასტურებს ბოუენის დაავადების გადასვლას ბრტყელუჯრედოვან კიბოში.

შიდაეპიდერმალური კიბო მიმდინარეობს წანაზარედების ერთმანეთთან შერწყმით, რომლებიც იძენენ ხავერდოვან ტექსტურას. თუ სიმსივნე ჩნდება მაგალითად ფრჩხილის არეში, ამან შეიძება გამოიწვიოს ფრჩხილის ფირფიტის ფორმის ცვლილება და მის გარშემო კანის დახეთქვა. იშვიათია, როცა წანაზარდს აქვს მუქი ფერი.

 

დიაგნოსტიკა

ბოუენის დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია შემდეგი მანიპულაციები:

·         დერმატოლოგთან ვიზიტი;

·         წანაზარდის ბიოპსიის ჩატარება;

·         მასალის რამოდენიმე მონაკვეთზე ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

ბოუენის დაავადება ხშირად ერევათ ფსორიაზში, ეგზემაში, მეჭეჭში, ტუბერკულოზურ მგლურაში, ზედაპირულ ბაზალიომაში, ბოუენოიდურ პაპულეზში. სწორედ ექიმის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და პრობლემის დროული მკურნალობის კომპლექსი.

 

ბოუენის დაავადების მკურნალობა

დაავადების მკურნალობა გულისხმობს:

·         წანაზარდების ქირურგიულ მოშორებას;

·         წანაზარდების ლაზერული თერაპიით მოშორებას;

·         კრიოდესტრუქციის მეთოდის გამოყენებას;

·         ელექტროკუაგულაციას;

·         ციტოსტატიკურ თერაპიას (ციტოტსტატიკური წამლების მიღება);

·         რენტგენოთერაპიას.

 

საშიშროება

დროული მკურნალობის შედეგი დადებიათია. მთავარი საშიშროება არის იმაში, რომ დროთა განმავლობაში დაავადება შეიძლება გადაიზარდოს ბრტყელუჯრედოვან კიბოში, სიმსივნის ზრდითა და მეტასტაზების წარმოქმნით. თუმცა ოპტიმალური თერაპიისას ასეთი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია. გამოუვლენელი ბოუენის დაავადება ყოველთვის გადადის ბრტყელუჯრედოვან კიბოში, რომელიც თავის მხრივ აქვს მძიმე პროგნოზი, ლეტალური დასასრულით. 

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკური ზომებისთვის რეკომენდირებულია 40 წელზე ზემოთ მყოფი ადამიანებში კანზე ნებისმიერი წანაზარდის გაჩენისას სასწრაფოდ მისვლა ექიმ-დერმატოლოგთან ან ონკოლოგთან.

 

 

 

 

 

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.