ბაზალიომა
ბაზალიომა (ბაზალურ-უჯრედოვანი კიბო) – ონკოლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენა, რაც ვითარდება ეპიდერმისის უჯრედებისგან.
არსებულ ონკოლოიგიურ დაავადებებს შორის 70% მოდის ბაზალომაზე.
გარეგნულად ბაზალომა შეიძლება იყოს:
· კვანძურ-წყლულოვანი – ხშირად აზიანებს ლოყას, ცხვირ-ტუჩის ნაწილს და თვალის შიდა კუთხეს;
· თმიანი (პაპილარული, ეგზოფიტური) – მსხვილი კვანძები, რომლებიც წააგავს ყვავილოვან კომბოსტოს;
· ნოდულარული (მსხვილკვანძიანი) – კანის გარედან ზრდადი კვანძი;
· პიგმენტური – გვერდებზე აქვს მელანომას მსგავსი მუქი პიგმენტაცია;
· სკლეროდერმიფორმული – წარმოადგენს თხელ, მკვრივ და მკვეთრი ფორმის ფირფიტას;
· ნაწიბუროვან-ატროფიული – წარმოადგენს წყლულს ცენტრში ნაწიბურით და დაწყლულებული ნაპირებით;
· თხელი ხედაპირული ბაზალიომა – არ იზრდება კანის სიღრმეში.
მიზეზები
განვითარების ზუსტი მექანიზმი დღემდე დაუდგენელია.
შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს:
· მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დიდხანს ყოფნა;
· კანცეროგენებთან, ქიმიურ და ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი;
· კანის ერთი და იგივე ადგილის ხშირი დაზიანება;
· დამწვრობა;
· იონიზირებული დასხივება.
ბაზალიომას სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· კანზე (სახის ან ყელის) მკრთალი-ვარდისფერი ან მოწითალო ფერის კვანძის გაჩენა;
· კვანძის უმტკივნეულო ზრდა;
· წარმონაქმნზე ქერქის გაჩენა;
· კვანძებიდან სისხლდენა;
· შესიებული ნაწილის გადიდება;
· ხრტილოვანი და ძვლის ქსოვილების დაშლა;
· ნერვების დაზიანება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტირებისთვის ექიმი-ონკოლოგი ატარებს მთელ რიგ გამოკვლევებს:
· ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა;
· ნაცხის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
საჭიროა დაავადების გარჩევა წითელი მგლურასგან, წითელი წვრილი გამონაყარისგან, სებორეული კერატოზისგან, ბოუენის დაავადებისგან, სკლეროდერმიისგან, ფსორიაზისა და მელანომისგან.
დაავადების მკურნალობა
ბაზალიომას მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სიმსივნის ტიპზე და მისი ზრდის პროცესის სიჩქარეზე.
მკურნალობაში შედის:
· ბაზალიომას ქირურგიული გზით მოშორება;
· ბაზალიომას რენტგენოლოიგური დასხივებით მოცილება;
· ბაზალიომას თხევადი აზოტით მოცილება (კრიოდესტრუქცია);
· წარმონაქმნების ლაზერით მოცილება.
ასევე ინიშნება ადგილობრივი ქიმიოთერაპია (ციტოსტატიკების აპლიკაციის დადება).
საშიშროება
თუ დროულად არ მოხდება აუცილებელი მკურნალობის ჩატარება, შესაძლოა დადგეს ლეტალური შედეგი, რაც გამოწვეული იქნება ძვლების, ყურების, თვალების და ტვინის გარსის დაზიანებით.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
· 40 წელს ზემოთ ადამიანები;
· კანის ღია ფერის მქონე ადამიანები;
· ქიმიურ წარმოებაში მომუშავეები.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· გარუჯვის დროს სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება;
· კანის დაცვა დაზიანებებისგან;
· კანის საფარის დაავადებების დროული მკურნალობა.