ბავშვების ცერებრიალური დამბლა
ბავშვების ცერებრიალური დამბლა – კრებითი ტერმინი, რომელიც აერთიანებს ქრონიკულ, არაპროგრესირებად მამოძრავებელ დარღვევებს, რაც გამოწვეულია პერინატალურ პერიოდში განვითარებული თავის ტვინის ანომალიის შედეგად.
ფორმის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი სახის დამბლა:
· ადრეული – ვითარდება 6 თვემდე ასაკში;
· საწყისი – ვითარდება 6-თვიდან 2 წლამდე;
· გვიანი – ვითარდება 2 წლიდან.
მიზეზები
დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. ნებისმიერი ცერებრიალური დამბლის განვითარების მიზეზად ითვლება თავის ტივნის ქერქში წარმოქმნილი პათოლოგიები.
ბავშვის ცერებრიალური დამბლის მიზეზებია:
· ნაყოფის ასფიქსია, ჰიპოქსია;
· სამშობიარო ტრავმები (თავის, კისრის დაზიანება);
· პერინატალურ პერიოდში თავის ტვინში სისხლჩაქცევა;
· ფეხმძიმობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები (წითელა, გრიპი, სიფილისი);
· დედის ორგანიზმში არსებული ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი);
· ფეხმძიმობის დროს ინტოქსიკაცია.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· კუნთების ტონუსის დაწევა;
· კიდურების უნებლიე მოძრაობები;
· ფეხებისა და ხელების სისუსტე;
· კრუნჩხვა;
· მეტყველების დარღვევა;
· მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
· ფიზიკური და გონებრივი განვითარების დაქვეითება;
· მხედველობისა და სმენის დაქვეითება.
· ფსიქიკის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ქალას შიდა წნევის დამწევ პრეპარატებს;
· კუნთების დაჭიმულობის მომხსნელ პრეპარატებს;
· ტვინის მკვებავ პრეპარატებს;
· ქირურგიულ ჩარევას;
· სამკურნალო ფიზკულტურას;
· სამკურნალო მასაჟებს.
საშიშროება
აუცილებელი მკურნალობის არარსებობის პირობებში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· გონებრივი ჩამორჩენა;
· ეპილეპსია;
· სიმაღეში ზრდის შეფერხება;
· ხერხემლის დეფორმაცია;
· შეგრძნებების დარღვევა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· დღენაკლული ბავშვები;
· ნორმაზე მეტი ან ნაკლები წონით დაბადებული ბავშვები;
· სტიმულაციის საშუალებით დაბადებული ბავშვები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გაკონტროლება;
· სპირტიანი სასმელების გამოყენებაზე უარის თქმა.