ბადურის დისტროფია
ბადურის დისტროფია – ეს არის დეგენერატიული დაავადება, რომლის შედეგად ხდება ბადურის მოშლა, რაც თავის მხრივ იწვევს მხედველობის დაქვეითებას. აღნიშნული დაავადება ხდება ყველაზე ხშირად გარდატეხის ასაკში მხედველობის დაქვეითების მიზეზი. ზოგჯერ აღნიშნულ პრობლემას ურევენ ბადურას მოლეკულალურ დისტროფიაში, მაგრამ პირველი ფორმა ითვლება თვალის შიდა გარსის დისტროფიის მიზეზად.
არსებობს აღნიშნული დაავადების რამოდენიმე ფორმა:
· ბადურას ასაკობრივი დისტროფია;
· ბადურას პერიფერიული დისტროფია;
· ბადურას პიგმენტური დისტროფია;
· ბადურას ცენტრალური დისტროფია.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· თვალის კაკლის სისხლძარღვების სისტემის ცვლილება;
· ორგანიზმის დაბერება;
· ჰიპერტონია;
· დიაბეტი;
· თირკმელზედა ჯირკვლების და თირკმელების დაავადებები;
· ინტოკსიკაცია;
· მიოპიის მაღალი დონე;
· თვალის კაკლის სტრუქტურის ცვლილება;
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ფეხმძიმობა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· თვალებში მოძრავი წერტილების გაჩენა;
· თვალებში ნაპერწკლები;
· სწორი ხაზების გამრუდება ჰორიორეტინალური დისტროფიის დროს;
· მხედველობის არიდან ობიექტების ამოვარდნა;
· მხედველობის დაქვეითება;
· თვალების დაბინდვა;
· ფერების აღქმის დაქვეითება;
· სიბნელეში ხედვის დაქვეითება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისათვის საჭიროა:
· ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
· მხედველობის სიმახვილის დადგენა;
· ფერების აღქმის შესაძლებლობის დადგენა;
· თვალის ძირის გამოკვლევა გოლდმანის ლინზის საშუალებით;
· თვალის კოგერენტული ტომოგრაფიის ჩატარება;
· თვალის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
· თვალის ბადურის ლაზერული კოაგულაცია;
· ფოტოდინამიური თერაპია;
· ანტი-VEGF-ის ინექციები(პრეპარატი, რომელიც აფერხებს დეგენერატიული პორცესის განვითარებას);
· ვიტამინოთერაპია;
· ფიზიოთერაპიული პროცედურები;
· ვაზორეკონსტრუქციული ოპერაცია, რომელიც მიმართულია თვალის ბადურაში სისხლის მიმოქცევის აღდგენისკენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, სპეციალისტი გასინჯვის შემდეგ დაადგენს როგორ უნდა მოხდეს ბადურის დისტროფიის მკურნალობა, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს პაციენტს და დაიცვას ის მხედველობის დაკვარგვისგან.
საშიშროება
აღნიშნული დაავადების საშიშროებას წარმოადგენს მხედველობის დაქვეითება, რიგ შემთხვევებში ხდება მისი სრული დაკარგვა. თუმცა დროული და სწორი მკურნალობის პირობებში ამ საშიშროების თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია.
პროფილაქტიკა
დაავდების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია
· ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია;
· გამოკვლევის ჩატარება პროფესიონალურ ოფთალმოლოგიურ აპარატურაზე;
· სპეციალისტთან რეგულარული ვიზიტი (განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისთვის 60 წლის ზემოთ - მინიმუმ წელიწადში ერთხელ).