აუტიზმი

აუტიზმი

აუტიზმი (აუტისტიკური სპექტრის მოშლა, კლასიკური აუტიზმი, კონერის აუტიზმი, განვითარების პერვაზიული მოშლა) – დაავადება, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას, წარმოიშობა თავის ტვინის განვითარების დარღვევის გამო და გამოიხატება სიციალური ურთიერთქმედების ყოველმხრივ დეფიციტში, ასევე შეზღუდულ ინტერესებში და განმეორებით მოქმედებებში.

დაავადება ბავშვებში ვითარდება დაბადებიდან, მაგრამ მისი ძირითადი სიმპტომები ვლინდება 3 წლიდან. ბიჭები გოგონებზე რამოდენიმეჯერ მეტად ავადდებიან.

 

მიზეზები

წარმოშობის მიზეზი დღემდე დაუდგენელია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აუტიზმი წარმოიშობა გენების არასწორი ურთიერთქმედების შედეგად, რომელბიც გავლენას ახდენენ სინაპტიკური კავშირების მომწიფებაზე თავის ტვინში, ერთამენთს შორის ან მათი მუტაციისას.

დაავადების განვითერებაზე მოქმედი შესაძლო ფაქტორები:

·                     საშვილოსნოსშიდა დაავადებები;

·                     ჟანგბადის უკმარისობა მშობიარობის დროს;

·                     სამშობიარო ტრამვები (თავის, კისრის დაზიანება);

·                     გენეტიკური მიდრეკილება.

 

აუტიზმის სიმპტომები

აუტიზმის დამახასიათებელი სიმპტომები გამოიყურება შემდეგნაირად:

·                     ბავშვში ადამიანებთან ურთიერთობის სურვილის არარსებობა (ბავში არ პასუხობს დაძახებაზე, არ გიყურებთ თვალებში, არ გთხოვთ ხელში აყვანას);

·                     ერთი და იგივე მოქმედებების ხშირად გამეორება;

·                     ჩუმ ხმებზე ბავშვს შეიძლება ეშინოდეს და ტიროდეს, ხმაურზე კი არ რეაგირებდეს;

·                     ტკივილზე მგრძნობელობის დაქვეითება;

·                     გარესამყაროსთან ბავშვი ურთიერთობს მხოლოდ წამოყვირებებით;

·                     მემარჯვენეობის ან მემარცხენეობის არარასებობა (ბავშვი ორივე ხელს ფლობს ერთნაირად).

სიმპტომები უნარჩუნდებათ ზრდასრულებსაც, ოღონ შედარებით სუსტი ფორმებით.

 

დიაგნოსტიკა

აუტიზმის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ფსიქოთერაპევტი, რისთვისაც  ამოწმებს ბავშვს და შეკითხვებს აძლევს მშობლებს. ამის პარალელურად შეიძლება საჭირო გახდეს ბავშვთა ნერვოლოგის კონსულტაცია.

 

აუტიზმის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·                     ქცევის თერაპიის პროგრამებს;

·                     «განვითერების მოდელების» გამოყენებას;

·                     ლოგოპედიურ თერაპიას;

·                     სოციალური უნარების სწავლებას;

·                     ხელსაქმის თერაპიას;

·                     ანტიდეპრესანტებს;

·                     ანტიფსიქოტიკებს;

·                     კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

აუტიზმის სრულად განკურნება შეუძლებელია, ემისია დგება მხოლოდ შემთხვევების 5%-ში.

 

საშიშროება

აუტიზმის მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწივიოს ავადმყოფში საზოგადოებასთან სოციალური და ემოციური კონტაქტების დარღვევა.

 

პროფილაქტიკა

სამწუხაროდ, დაავადების პირველადი პროფილაქტიკის სპეციალური მეთოდები არ არსებობს. ფეხმძიმობის პერიოდში ქალებმა მაქსიმალურად უნდა აარიდონ თავი ინტოქსიკაციას (საჭიროა ასევე მეიდკამენტების მიღების შეზღუდვა).

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.