ატროფიული რინიტი
ატროფიული რინიტი – ქრონიკული რინიტი, რომელიც ხასიათდება ცხვირის ლორწოვანი გარსის და მასში არსებული ნერვული დაბოლოებიბი ატროფიით.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ხშირი მწვავე რინიტი;
· ორგანიზმის გადაციება;
· არასასურველი კლიმატური პირობები;
· ცხვირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა;
· ცხვირის ლორწოვანი გარსის ტრავმები ან ოპერაციები;
· ორგანიზმში რკინის და C, D ვიტამინების უკმარისობა;
· პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება მტვრიან ან კვამლიან შენობებში ყოფნას.
სიმპტომები
· ცხვირის სიმშრალე;
· ცხვირში ქერქების გაჩენა;
· ცხივრში დაჭიმულობის შეგრძნება;
· სისხლდენა ცხვირიდან;
· ყნოსვის დაქვეითება ან ხშირი დაკარგვა;
· ცხვირიდან არასასიამოვნო სუნი;
· ცხივირდან სქელი, მომწვანო-მოყვითალო ფერის გამონადენი;
· თავბრუს ხვევა და ძლიერი თავის ტკივილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· რინოსკოპია;
· ცხვირიდან გამონადენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
· ცხვირის რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
· კარგი კვება;
· ცხვირის გამორეცხვა;
· ანტიბიოტიკები;
· სამკურნალო მალამოები, წვეთები;
· ცხვირის სისხლძარღვების შესავიწროვებელი წვეთები;
· ფიზიოთერაპიული მკურნალობა;
· ინჰალაცია;
· ვიტამინოთერაპია.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· ჰაიმორიტი;
· ძილის დროს გართულებული სუნთქვა;
· რეციდივირებადი ოტოტი, რომელიც იწვევს სიყრუეს;
· ცხვირის პოლიპები.
რისკის ჯგუფი
· სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები;
· გენეტიკური მიდრეკილების ადამიანები;
· ცხვირისა და ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· გადაციებისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან თავის დაცვა;
· მშრალ შენობებში ჰაერის დატენიანება;
· საკვებად С ვიტამინით მდიდარი პროდუქტის გამოყენება;
· ცხვირ-ხახის დაავადებების დროული მკურნალობა.