ატიპიური პნევმონია
ატიპიური პნევმონია – დაავადების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ფილტვების ინფექციურ-ანთებით პროცესს, რაც გამოწვეულია ატიპიური გამაღიზიანებლებით - ქლამიდიებით, მიკოპლაზმებით, ლეგიონელებით, ვირუსებით.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ყელის ტკივლი და სიმშრალე;
· შეტევისმაგვარი ხველა - მშრალი ან ნახველით;
· სხეულის ტემპერატურის აწევა;
· თავის ტკივილი;
· საერთო სისუსტე;
· სახსრებში ტეხვა;
· მუცლის ტკივილი;
· ტანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;
· ცხვირიდან სისხლდენა;
· გულის ტკივილი;
· თვალების ჩაწითლება და ცრემლდენა;
· გლანდებისა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· გულმკერდის რენტგენს;
· ნახველის ანალიზს;
· პჯრ-რეაქციას;
· სეროლოგიურ გამოკვლევას;
· ცხვირხახის გამონადენის დათესვას.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკებს;
· ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ამოსახველებელ პრეპარატებს;
· სიცხის დამწევ პრეპარატებს;
· ბრონქოლიტურ პრეპარატებს;
· სადეზინტოკსიკაციო საშუალებებს;
· ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· პლევრიტი;
· ფილტვის შეშუპება;
· ფილტვის აბსცესი;
· სუნთქვის უკმარისობა;
· ინფექციურ-ტოქსიკური შოკი;
· ანემია;
· მიოკარდიტი;
· მენინგიტი.
შესაძლებელია ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დაავადების პიკის დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეკავება;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი ნითბის გამოყენება.