ართრიტი
ართრიტი – ანთებითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც მიმდინარეობს მთელს ორგანიზმში და რომლის ძირითადი გამოვლინება არის სახსრების ანთება. ხანგრძლივი მიმდინარეობისას ანთებითმა პროცესმა შეიძლება დააზიანოს სახსრების ზედაპირები (ძვლების ეპიფიზები, სახსრის კაფსულა, ხრტილი) და სახსრისპირა ქსოვილები (მყესები, გადაბმის ადგილები).
ართრიტის ძირითადი სახეობებია:
· რევმატოიდული ართრიტი – მაპროვოცირებელია სტაფილოკოკის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს სახსრებში ტკივილი და შესიება. სახსრების პარალელურად შეიძლება დაზიანდეს კანი, თირკმელები, ღვიძლი და გული;
· პოდაგრული ართრიტი – წამოიქმენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ხასიათდება სახსრებში შარდმჟავას მარილების დაგროვებით;
· ინფექციური ართრიტი – ჩვეულებრივ გამოწვეულია საყლაპავის ინფექციებით (მუცლის ტიფი, სალმონელეზი, დიზენტერია);
· ჰონორეული ართრიტი – ხასიათდება სახსრებში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვებით.
თუ დაზიანებულია ერთი სახსარი, საუბარია მონოართრიტზე, ორი-სამის შემთხვევაში - ოპიგოართრიტზე, უფრო მეტის - პოლიართრიტზე.
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა სახსრის შიდა სინოვიალური გარსის ანთებითი ცვლილებებისას, სადაც ხშირად დაგროვებას იწყებს ანთებითი სითხე (ექსუდატი).
სახსრების დამაზიანებელი ართრიტის წარმოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
· იმუნური სისტემის დაქვეითება;
· ინფექციები;
· ალერგიული რეაქციები;
· ნაკლებად მოძრაობა;
· გადაციება;
· გენეტიკური მიდრეკილება.
ართრიტის სიმპტომები
ართრიტის დამახასიათებელი სიმპრომებია:
· კიდურების მცირე სახსრების სიმეტრიული დაზიანება, მოგვიანებით ვითარდება იდაყვების, ტერფების, მსხვილი სახსრების დაზიანება;
· მშვიდად ყოფნისას, ღამით ან დილის პერიოდში ტკივილების გაძლიერება;
· დილაობით სახსრების შებოჭილობის შეგრძნება;
· სახსრების შეშუპება, დასიება;
· კუნთების პერიოდული ათროპია.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-რევმატოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· ანამნეზის შეკრებას;
· საერთო დათვალიერებას;
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალის;
· შარდის ანალიზს.
ართრიტის მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
· საბაზისო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.
სახსრების ართრიტის მკურნალობა მიმდინარეობს ემისიის დადგომამდე.
საშიშროება
თუ არ იქნება ჩატარებული დროული მკურნალობა, შესაძლოა მივიღოთ შემდეგი გართულებები:
· სახსრების დეფორმაცია, მოშლა;
· ნერვული დაბოლოებების, არტერიის შეკუმშვა;
· მეორადი ამილოიდოზი;
· ოსტეოპოროზი.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· საკვებში ცხიმმჟავების გამოყენება (თევზის ცხიმი, ზეითუნის ზეთი);
· ფიზიკური ვარჯიშების შესრულება (1-2-ჯერ კვირაში);
· წელიწადში ერთხელ რევმატოლოგის კონსულტაციის მიღება.