აპრაქსია

აპრაქსია

 

აპრაქსია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მიზანმიმართული მოძრაობის შესრულების შესძლებლობის დაკარგვით.

 

გამოყოფენ აპრაქსიის შემდეგ სახეობებს:

·                     კინეტიკური აპრაქსიაგარკვეული პოზების მიღების შეუძლებლობა (თითები, მტევნები, ტუჩები, ენა);

·                     შეძენილი აპრაქსიახშირია ბიჭებში;

·                     კონსტრუქციული აპრაქსიაგამოიხატება ნაწილებისგან ერთი მთლიანის აწყობით (სიტყვები, ფრაზები);

·                     ვერბალური აპრაქსიამეტყველების დარღვევა;

·                     მოტორული აპრაქსიამოძრაობის კოორდინაციის დარღვევა ცალკეული კიდურებით ან მთელი სხეულით.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიქმნება თავის ტვინის გარკვეული ნაწილების დაზიანებით (სიმსივნე, ტრამვები, ინსულტი, ინფექციური დაავადებების გართულება). აპრაქსია ვითარდება დეგენერაციული პროცესების შედეგად, რომლებიც ლოკალიზებულია თხემის ნაწილში, სადაც ინახება ცხოვრების მანძილზე გათავისებული მოქმედების ყველა პროგრამა. ასევე დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ტვინის კორძიანი სხეულის, შუბლის და ტვინის პრემოტორული ქერქის დაზიანებამ.

 

აპრაქსიის სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

·                     სახის მიმიკის ფლობის დაკარგვა;

·                     მარტივი ფიგურების ხატვის შეუძლებლობა;

·                     ინსტრუმენტების არჩევისა და გამოყენების პრობლემა;

·                     კომპლექსურად კოორდინირებული მოძრაობების შესრულების შეუძლებლობა (მაგალითად თასმების შეკვრა);

·                     ხელებით ან თითებით ზუსტი მოძრაობების გაკეთების შეუძლებლობა;

·                     ჩაცმის შეუძლებლობა;

·                     უწონასწორო სიარული;

·                     მოხრილობა;

·                     დაბრკოლებაზე გადაბიჯების შეუძლებლობა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ნერვოლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:

·                     ნევროლოგიურ გამოკვლევას;

·                     თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

·                     თავის ტივინის კომოპიუტერული ტომოგრაფიას;

·                     ზურგის ტვინის პუნქციას.

 

აპრაქსიის მკურნალობა

აპრაქსიის მკურნალობის კონკრეტული მეთოდი არ არსებობს. სიმპტომების შესამსუბუქებლად ტარდება:

·                     შრომითი თერაპია;

·                     ფიზიოთერაპია;

·                     კოგნიტური თერაპია;

·                     ლოგოპედთან მკურნალობა.

გარკვეული დადებითი შედეგი შეინიშნება ინსულტის შემდეგ მკურნალობისას.

 

საშიშროება

დაავადებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ცხოვრების დონის გაუარესებასა და ყოველდღიური საქმეების სხვისი დახმარების გრეშე შესრულების შეუძლებლობამდე.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:

·                     მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;

·                     მამრობითი სქესის წარმომადგენლები;

·                     60 წელს გადაცილებული ადამიანები;

·                     სისხლის მაღალი წნევის მქონე ადამიანები;

·                     ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი;

·                     ადამიანები, რომლებსაც ანამნეზში გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვთ.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·                     იქონიოთ აქტიური ცხვორების სტილი;

·                     დაიცვათ რაციონალური კვება;

·                     მოერიდოთ თავის ტრამვებს;

·                     ჩაიტაროთ ექიმ-კარდიოლოგთან პროფილაქტიკური კვლევები.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.