აპნოე

აპნოე

 

აპნოე (ხვრინვა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სუნთქვის დარღვევა ან შეჩერება ძილის დროს. ხშირად ვითარდება არტერიალური ჰიპერტენზიის, ბრონქიალური ასთმის, გულის იშემიური დაავადების, ფილტვების ობსტრუქციული დაავადების დროს.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ყელის რბილი ქსოვილების ვიბრაციის დროს, როცა ჰაერის ნაკადი შეზღუდვით გადის სასუნთქ გზებს. აპნოეს მიზეზებია:

·                     ტრამვები, რომლებიც იწვევენ ცხვირის ძგიდის დაზიანებას;

·                     ცხვირხახის თანდაყოლილი დეფექტები (ვიწრო ნესტოები და საყლაპავი);

·                     პოლიპები ცხვირში;

·                     სასის დაგრძელება;

·                     ყბის დეფექტები (პატარა ყბა, ნაკბილარის დარღვევა);

·                     გლანდების გადიდება;

·                     ჭარბი წონა, ცხიმიანობა.

 

ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს:

·                     ქრონიკული დაღლა;

·                     სპირტიანი სასმელის გამოყენება;

·                     საძილე პრეპარატების მიღება;

·                     ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;

·                     მენოპაუზის შედეგად ქალის ორგანიზმში წარმოქმნილი ცვლილებები;

·                     ასაკობრივი ცვლილებები.

 

აპნოეს სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·                     ხვრინვა;

·                     წყვეტილი, მშფოთვარე ძილი;

·                     ძილში აქტიურად მოძრაობა;

·                     ძილის დროს სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება;

·                     დილაობით თავის ტკივილი;

·                     გაზრდილი მოთენთილობა;

·                     გაღიზიანებულობა;

·                     შრომისუნარიანობის დაქვეითება;

·                     დღისით ძილის სურვილი.

 

ბავშვებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ:

·                     დღის მანძილზე პირით სუნთქვა;

·                     შეუკავებელი შარდვა;

·                     ძილში ჭარბოფლიანობა;

·                     შენელებული რეაქცია;

·                     ქცევის დარღვევა.

 

დიაგნოსტიკა

იმისათვის, რომ დადგინდეს დაავადების მკურნალობის მეთოდი, ექიმი-ოტოლარინგოლოგი ატარებს ყელ-ყურ-ცხვირის დათვალიერებას და შემდეგი სახის გამოკვლევებს:

·                     ფარინგოსკოპია;

·                     რინოსკოპია;

·                     ლარინგოსკოპია.

 

ასევე ტარდება პოლისომნოგრაფია, რომელიც ავლენს:

·                     ტვინის აქტივობას (ელექტროენცეფალოგრამას);

·                     თვალის კაკლების მოძრაობას;

·                     გულ-მკერდისა და მუცლის კედლების, კიდურების კუნთების მდგომარეობას;  

·                     ელექტროკარდიოგრამას;

·                     სისხლში ჟანგბადის შემცველობას;

·                     ჰაერის ნაკადის მაჩვენებელს.

 

აპნოეს მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·                     სპეციალური ბალიშებისა და მოწყობილობების გამოყენებას თავისა და ყბების ფიქსაციისათვის;

·                     CPAP(Constant Positive Airway Pressure)-თერაპიას;

·                     ქირურგიულ ჩარევას (ადენოიდების ლორწოვანის გარსის მოშორება);

·                     კრიოდესტრუქციას;

·                     კოაგულაციას.

 

საშიშროება

თუ დაავადება დროულად არ განიკურნება, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:

·                     არითმია;

·                     გულის უკმარისობა;

·                     სტენოკარდია;

·                     ინსულტი;

·                     მიოკარდის ინფარქტი.

იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა სუნთქვის სრულად შეჩერება და ლეტალური შედეგი.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·                     სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება;

·                     ალკოჰოლზე უარის თქმა;

·                     ცხვირხახის დაავადებების დროული მკურნალობა.

 

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.