აპათია
აპათია – ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხოვრებისეული მოვლენებისადმი, ახლობელი ადამიანებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით, უკარება ხასიათით, ცხოვრების სიძულვილით. დაავადება არის დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი.
გამოიყოფა აპათიის შემდეგი სახეობები:
· პასიური აპათია – ადამიანი არ იჩენს ცხოვრებისადმი ინტერესს;
· აქტიური აპათია – დაავადების იშვიათი ფორმა, არ ახასიათებს შინაგანი გამოვლენები, ადამიანი ანგრევს საკუთარ თავს შინაგანად, რასაც საბოლოოდ სუიციდის მცდელობამდე მივყავართ;
· ტრამვატული აპათია – თავის ტრამვების შედეგად წარმოქმნილი ფსიქიკური ცვლილებები.
მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება ფიზიკური და ფსიქიკური მოდუნების შედეგად. აპათიის მიზეზებია:
· მძიმე, ქრონიკული დაავადებები;
· მუდმივი ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა;
· ავიტამინოზი;
· ძლიერი სტრესული სიტუაციები;
· თავის ტრამვები;
· ენდოკრინული სისტემის დარღვევა;
· ნარკო ან ალკოჰოლური დამოკიდებულება.
აპათიის სიმპტომები
აპათიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· დათრგუნული განწყობა;
· მარტოობის განცდა;
· გაძლიერებული შიშები;
· მეხსიერების ჩავარდნა;
· თავბრუს ხვევა;
· შენელებული რეაქცია;
· საერთო სისუსტე;
· კონცენტრაციის დარღვევა;
· დაბნეულობა.
ქცევის დონეზე დაავადება გამოხატება:
· ყოველდღიურ საქმიანობასა და სამუშაოზე უარის თქმით;
· სხვა ადამიანების საზოგადოებაში ყოფნაზე უარის თქმით;
· დადებითი ემოციების მომტან საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმით.
დიაგნოსტიკა
იმისათვის, რომ დადგინდეს აპათიის მკურნალობის მეთოდი ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს საერთო დათვალიერებას, ესაუბრება პაციენტს, რის საფუძველზეც ურჩევს ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს.
აპათიის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
· ტრანკვილიზატორებს;
· ნეიროლეპტიკური პრეპარატებს;
· დეჰიდრატაციულ თერაპიას;
· მასტიმულირებელ პრეპარატებს;
· ვიტამინოთერაპიას.
პაციენტებისთვის რეკომენდირებულია:
· ფიზიკური ვარჯიშები;
· საეურთიერთობო წრის, სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა;
· საინტერესო საქმის მოძებნა.
საშიშროება
თუ დროულად არ იქნება დადგენილი აპათიის მკურნალობის პირობები, ეს გამოიწვევს დეპრესიას. ხანგრძლივმა აპათიამ კი შეიძლება ადამიანი სუიციდის მცდელობამდე მიიყვანოს.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· თავის ტრამვის მქონე ადამიანები;
· ნარკო ან ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე ადამიანები;
· გაზრდილი მგრძნობელობის მქონე ადამიანები;
· ადამიანები ემოციონალური ლაბილობით (ხასიათის სწრაფი ცვლილების ტენდენციის ქონა ნებისმიერ სიტუაციაში).
პროფილაქტიკა
აპათიის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· სუფთა ჰაერზე დიდი დროის გატარება;
· სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
· კომბინირებული კვების ქონა;
· სპირტიან სასმელებზე უარის თქმა;
· რეგულარული ფიზიკური ვარჯიში.