ანორგაზმია
ანორგაზმია – სექსუალური ფუნქციის მოშლა, რომლის დროსაც ადამიანი ვერ განიცდის ორგაზმს. უფრო მეტად ანორგაზმია გვხვდება ქალებში.
მამაკაცებში ანორგაზმია იშვიათია და ვითარდება 35 წლის შემდეგ.
დაავადებას შეიძლება ჰქონდეს პირველადი (ორგაზმის ნებისმიერი ტიპის სტიმულაციის დროს არასოდეს არ წამოიშობოდა) და მეორადი (პაციენტს უწყდება ორგაზმის განცდა) ხასიათი.
ასევე გამოიყოფა ორგაზმის ტიპები:
· სიტუაციური ანორგაზმია – ორგაზმი მიიღწევა კონკრეტულ ვითარებაში, მათი არარსებობის დროს კი ორგაზმს ადამიანი ვერ განიცდის;
· კოიტალური ანორგაზმია – ორგაზმი შეიძლება მიღწევადი იყოს ნებისმიერი საშუალებით, მაგრამ არა სქესობრივი აქტით;
· ნიფომატიური ანორგაზმია – მაღალი ვნებისა და აღგზნების შეგრძნება ხანგრძლივი სტიმულაციის დროს, მაგრამ ორგაზმი არ დგება;
· სპორადული ანორგაზმია – ორგაზმის შეგრძნების შესაძლებლობა სქესობრივი აქტივობის სხვადასხვა ფორმებში, მაგრამ არარეგულარულად.
მიზეზები
ანორგაზმიის გაჩენაზე მოქმედებს მთელი რიგირ ფაქტორები, მათ შორის:
· სქესობრივი სისტემის ანომალია;
· სქესობრივი სისტემის დაავადებები;
· მგრძნობელობის დაქვეითება მშობიარობის შემდეგ ასაშვილოსნოს კედლების გაწელვის გამო;
· ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
· ფსიქოლოგიური ფაქტორები (პარტნიორის მხრიდან უხეში მოპყრობა, გადატანილი ძალადობა, ნეგატიური დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ);
· გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება (ანტიდეპრესანტები, ორალური კონტრაცეპტივები);
· სქესობრივი პარტნიორების სექსუალური გაუნათლებლობა.
ანორგაზმიის სიმპტომები
შესაძლოა ანორგაზმიის სამი გამოვლინება:
· სქესობრივი აქტი პარტნიორებს ანიჭებთ სასიამოვნო შეგრძნებებს, მაგრამ ორგაზმი არ დგება;
· ინტიმურ სიახლოვეს ახლავს უსიამოვნო შეგრძნებები, ორგაზმი არ დგება;
· პაციენტის აბსოლიტური გულგრილობა სქესობრივი აქტის მიმართ.
დიაგნოსტიკა
იმისათვის, რომ დადგინდეს ანორგაზიმის მკურნალობის მეთოდი, ექიმი-სექსოლოგი ატარებს საერთო დათვალიერებას და შესაძლოა კონსულტაციაზე მიიწვიოს ორივე პარტნიორი სრული დათვალიერებისათვის. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს გინეკოლოგის კონსულტაცია.
ანორგაზმიის მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ჰორმონალურ პრეპარატებს;
· ანტიდეპრესანტებს;
· ტრანკვილიზატორებს;
· ვიტამინებს;
· ფიზიოთერაპიული პროცედურებს (ელექტროსტიმულაცია, ჰიდროთერაპია, თეძოების ძირის ვიბრომასაჟი).
თუ აღინიშნება სასქესო ორგანოების დაავადებები, მკურნალობა მიმართულია მათ აღმოსაფხვრელად.
პროფილაქტიკა
ანორგაზმიის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებულია:
· შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებათა დროული მკურნალობა;
· ექიმ-გინეკოლოგთან მუდმივი კონსულტაცია;
· სექსუალური ტიპის პროლემების წარმოშობისას ექიმ-სექსოლოგთან მისვლა.