ანორექსია
ანორექსია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც გამოიხატება გახდომის აკვიატებულ იდეაში. განსაკუთრებით გავრცელებულა ანორექსია გოგონებში 16-24 წლამდე.
გამოყოფენ ანორექსიის შემდეგ სახეობებს:
· ნერვული ანორექსია – დაავადება ხასიათდება უარყოფით ემოციებით;
· ნეიროდიმანიკური ანორექსია – ძლიერი ტკივილების შედეგად ზიანდება ნერვული ცენტრის ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელია მადაზე;
· ნევრო-ფსიქიკური ანორექსია – ფსიქიკური აშლილობა (დეპრესია, აკვიატებული აზრების გაჩენა) რომელსაც ადამიანი საკვებზე უარის თქმამდე მიჰყავს.
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა თავის ტვინის კვების ცენტრის ფუნქციის მოშლით. ანორექსიის მიზეზებია:
· გენეტიკური მიდრეკილება;
· ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება (ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები);
· საძილე და ნარკოტიკული პრეპარატების ბოროტად გამოყენება;
· ფსიქოლოგიური ფაქტორი (ოჯახური კონფლიქტი, გარემოს ზემოქმედება).
ანორექსიის სიმპტომები
ანორექსიის დამახასიათებელი სიმპტომებია
· გახდომის ძლიერი სურვილი (ნორმალური წონის დროსაც კი);
· საკვებზე მუდმივად უარის თქმა;
· ფეტფობია (ჭარბი წონის შიში);
· საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტის განცდა.
ქცევაში გამოვლენილი ნიშნები:
· გაზრდილი ფიზიკური დატვირთვები;
· თავისუფალი სტილის სამოსის შერჩევა, რომელიც ფარავს «ჭარბ წონას»;
· საკვებსა და გახდომაზე ვიწრო შეხედულებები, საკუთარი პირნციპების აგრესიულად დაცვა;
· მარტოობისკენ მიდრეკილება.
ასევე აღინიშნება
· აპათიისა და დეპრესიიკენ მიდრეკილება;
· ძილის დარღვევა;
· საერთო სისუსტე;
· თავბრუს ხვევა, გულყრა;
· ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
ანორექსიის მკურნალობის დასანიშნად ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს დიაგნოსტიკას:
· სისხლის ანალიზი;
· შარდის ანალიზი;
· აწონვა;
· არტერიული წნევის კონტროლი;
· პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება.
ანორექსიის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
· ფსიქოთერაპიას;
· სხეულის ნორმალური წონის და ნივთიერებათა ცვლის აღდგენას;
· წყალ-ელექტროლიტური და იონური ბალანსის აღდგენას.
საშიშროება
ანორექსიის არადორული მკურნალობის გამო შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი საშიშროება:
· ორგანიზმის გამოფიტვა;
· ჰიპოტონია;
· ბრადიკარდია;
· კანის სიმშრალე;
· თმის ცვენა;
· შინგანი ორგანოების დისტროფია;
· კუნთოვანი ქსოვილების გამოფიტვა;
· ამენორეა;
· გულის უკმარისობა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
· ენდოკრინული სისტემის დარღვევის მქონე ადამიანები (ჰიპოთირეოზი);
· საჭმლის მომენელებელი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები (გასტრიტი, პანკრეატიტი);
· ადამიანები, რომლებსაც ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა აქვთ;
· ადამიანები, რომლებსაც ავთვისებიანი წარმონაქმნები აქვთ.
პროფილაქტიკა
პროფილაქტკისთვის რეკომენდირებულია:
· მოზარდებთან დიეტისა და საკვების როლზე საუბარი;
· წონის დასაკლებად ექიმ-დიეტოლოგთან კონსულტაციის გავლა.