ანგინა
ანგინა (მწვავე ტონზილიტი) – ინფექციური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გლანდების და ლიმფური ჯირკვლების ანთების ფონზე.
გამოყოფენ ანგინის რამოდენიმე სახეობას:
· კატარალური ანგინა (აზიანებს ძირითადად ჯირკვლის ნუშურას- გლანდის ზედა ფენას);
· ფოლიკულარული ანგინა (ნუშურას სიწითლე მოყვითალო შეფერილობით);
· ლაკუნარული ანგინა (ფოლიკულარული ანგინის რთული ფორმა);
· ფლეგმონოზური ანგინა (იშვიათია და ხასიათხდება ცალი ნუშურას დაზიანებით);
· წყლულოვანი ანგინა (ერთ-ერთ ნუშურაზე მონაცრისფრო შეფერილობის წყლულების გაჩენა).
მიზეზები
დაავადება «ტონზილიტი» წარმოიშობა ნუშურას დაზიანებით, როცა ხდება:
· ვირუსის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემა;
· სტრეპტოკოკებით დაავადებული პროდუქტის გამოყენება;
· ძლიერი გადაციება;
· იმუნიტეტის დასუსტების დროს ნუშურაზე უკვე არსებული ბაქტერიების გავრცელება.
ანგინის სიმპტომები
ტონზილიტის დამახასიათებელი სიმპტომები:
· გლანდის ნუშურას გადიდება;
· ნადები გლანდებზე;
· ნელ-ნელა მატულობს ტკივილი ყელში;
· ლიმფური კვანძების გადიდება;
· საერთო სისუსტე;
· სახსრებში ტეხვა.
ბავშვებში ტონზილიტს ახლავს ყურის ტკივილი და ცხივრიდან გამონადენი.
დიაგნოსტიკა
ანგინის მკურნალობის დასადგენად, ექიმი-ონტოლარინგოლოგი ატარებს საერთო დათვალიერებას და ლიმფოკვანძების პალპაციას.
ანგინის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
· მედიკამენტების მიღებას (ანტიბიოტიკების ჩათვლით);
· ყელში ბალახეული, ფურაცილინის ან საკვები სოდის ნაყენის გამოვლებას.
· სპირტიანი საფენების დადებას ყბების ქვეშ.
საშიშროება
დაავადების მკურნალობის დაგვიანებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· ქრონიკული ტონზილიტი;
· გლომერულონეფრიტი;
· მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის გარსის ანთება);
· სისხლის მოწამვლა.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ყელში თბილი წყლის გამოვლება (შეიძლება ფურაცილინის და რივანოლის გამოყენებაც);
· ცივ სასმელების ჭარბ მიღებაზე უარის თქმა;
· ბევრი ნაყინის ჭამაზე უარის თქმა;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძების მასაჟის გაკეთება (განსაკუთრებით ცივი სასმელის ან საჭმელის მიღების შემდეგ, ან ცივ ამინდში სახლიდან გასვლის წინ).