ანემია
ანემია (სისხლნაკლებობა) – სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ჰემოგლობინის დაბალი დონე. ამასთანავე იკლებს ერითროციტების რაოდენობა.
მიზეზები
დაავადება ვითარდება ორგანიზმში ფუნქციონალურად სრულყოფილი წითელი უჯრედების ნაკლებობით. ანემიის მიზეზებია:
· ძვლის წითელი ტვინის მიერ ერითროციტების გამომუშავების დარღვევა;
· სისხლში ერითროციტების სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობის მოშლა ან შემოკლება (ნორმაში – 4 თვე);
· დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა (მწვავე ან ქრონიკული);
· სისხლში რკინის არასაკმარისი რაოდენობა;
· ფეხმძიმობის პერიოდი, მენსტრუაცია ქალებში
· ორგანიზმის მიერ რკინის შეთვისების შეუძლებლობა (გასტრიტის დროს).
ანემიის მიზეზები ბავშვებში:
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა;
· არასწორი კვება;
· ჭიები.
ანემიის სიმპტომები
· სწრაფად დაღლა;
· საერთო სისუსტე;
· ამაღლებული გაღიზიანებულობა;
· ხშირი თავბრუს ხვევა;
· ყურებში ხმაურის შეგრძნება;
· თავის მუდმივი ტკივილი;
· ხუთვა;
· გახშირებული გულისცემა (დაბალი დატვირთვისა და მშვიდად ყოფნის დროსაც);
· ცივი კიდურები;
· კანის სიფერმკრთალე სილურჯის თანხლებით ;
· თვალის კაკლის მოყვითალო შეფერილობა;
· სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავიდან, ღრძილებიდან;
· შარდის გამუქება.
დიაგნოსტიკა
ანემიის სამკურნალოდ ექიმი-ჰემატოლოგი ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს.
პარალელურად საჭიროა გასტროენდოკრინოლოგის კონსულტაცია და შემდეგი გამოკვლევები:
· საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა;
· ნაწლავის ლორწოვანის გარსის ბიოპსია;
· კოლონოსკოპია;
· რექტორომანოსკოპია;
· მსხვილი ნაწლავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
ანემიის მკურნალობა
ანემიის მკურნალობა მოიცავს:
· რკინის შემცველ პრეპარატებს;
· В12 ვიტამინის შემცველ პრეპარატებს;
· გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
· ქირურგიულ ჩარევას (ელენთის ამოკვეთას – იშვიათ შემთხვევაში);
· შიდა სისხლდენის ადგილების მოწვას;
· სისხლის გადასხმას.
დიეტა
მკურნალობის დროს რაციონში უნდა შედიოდეს:
· სალათი;
· მწვანილი;
· ვაშლი;
· ყვითელი სიმინდი;
· მწვანე ბოსტნეული;
· უცხიმო წითელი ხორცი;
· ხორბლის პური.
საჭიროა ჩაის, ყავის და კოკა-კოლას მოხმარების შეზღუდვა, რადგან ისინი ახდენენ ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვის ბლოკირებას.
საშიშროება
ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
· ოტიტი;
· პნევმონიტი;
· ტრომბოზი;
· სწორი ნაწლავის ანთება;
· ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვება;
· ანემიური კომა.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება;
· სისხლდენის შემთხვევაში ექიმთან დროულად მისვლა;
· ჭიებით დაავადების პროფილაქტიკის გავლა;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
· ჯანსაღი ცხოვრების წესი.