ანდროგენული ალოპეცია
ანდროგენული ალოპეცია (ანდროგენეტიკული ალოპეცია, ანდროგენდამოკიდებული ალოპეცია, ნაადრევი ალოპეცია, წინაასაკობრივი ალოპეცია, ასაკობრივი გამელოტება, აგა) – დაავადება, რომელიც ხასიათდება თავზე თმის ცვენით.
წარმოადგენს გამელოტების ყველაზე გავრცელებულ ფორმას, უვლინდება მამაკაცების უმეტესობას და ქალბატონების გარკვეულ პროცენტს.
მიზეზები
დაავადება ჩნდება თმის ფოლიკულების (თმის ძირების) უჯრედების მომატებული მგრძნობელობით ანდროგენების მიმართ. ანდროგენები - ჰორმონების ჯგუფი, რომლებიც იწარმოება სქესობრივი ჯირკვლებით (საკვერცხეები, სათესლეები) და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქით.
ძირითადი მიზეზი – მემკვიდრეობითი ფაქტორი.
ქალბატონებში ალოპეცია შესაძლოა გამოიწვიოს:
· თირკმელზედა ჯირკვლის და საკვერცხეების ფუნქციის მოშლამ;
· მშობიარობის შემდეგ ესტროგენების დონის კლებამ;
· კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღებამ.
ანდროგენული ალოპეციის სიმპტომები
· პირველადი თმის ცვენა შუბლისა და საფეთქლების არეში;
· შემდეგ თმა ცვენას იწყებს გვირგვინის ადგილას.
ქალბატონებში განვითარებულ ანდროგენულ ალოპეციას შეიძლება ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
· სებორეა;
· აკნე;
· ჰირსუტიზმი (მამაკაცივით ჭარბთმიანობა);
· ალგოდიმენორეა (მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს მწვავე სპაზმები).
დიაგნოსტიკა
იმისათვის, რომ დაავადების მკურნალობის მეთოდი დადგინდეს, ექიმი-ტრიქოლოგი ატარებს:
· თავის თმიანი ნაწილის საერთო დათვალიერებას;
· სისხლის ანალიზს ჰორმონებზე;
· ტრიქოსკოპიას (თმის კომპიუტერული დიაგნოსტიკა).
ზოგ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგის და გინეკოლოგის კონსულტაციები.
ანდგროგენული ალოპეციის მკურნალობა
მკურნალობის კურსი მოიცავს:
· ფიზიოთერაპიულ პროცედურებს (დორსონვალი, კრიომასაჟი, ელექტრომაგნიტური ზემოქმედება, ელექტროპორაცია, ბიოპტრონი);
· გარე მოხმარების პრეპარატები (სისხლძარღვების გამაფართოვებელი, მასტიმულიერებელი, თმის გაძლიერებული კვების);
· მეზოთერაპია (მიკროინექციის შეყვანა);
· ვიტამინოთერაპია;
· თმის გადანერგვა;
· ჰორმონალური პრეპარატები.
დაავადება კარგად იკურნება საწყის ეტაპებზე.
საშიშროება
მკურნალობის დაგვიანებას ან არარსებობას მივყავართ სრულ გამელოტებამდე.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენს:
· ქალბატონები მენოპაუზის პერიოდში;
· ადამიანები მემკვიდრეობითი მიდრეკილებით.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· თმის დასაბანად გამოიყენოთ ხარისხიანი შამპუნი;
· თავის დასაბანად გამოიყენოთ მაქსიმუმ 30°-40°-მდე გაცხელებული წყალი;
· ნკლებად გაიშროთ თმა საშრობით;
· არ დაივარცხნოთ სველი თმა;
· დაიცვათ ბალანსირებული კვების რაციონი;
· თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.