ანაფილაქტიკური შოკი
ანაფილაქტიკური შოკი – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. შემთხვევების 20% მთავრდება ლეტალური შედეგით. ანაფილაქტიკური შოკი ბავშვებში უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე დიდებში.
მიზეზები
ანაფილაქტიკური შოკი წარმოიქმნება ორგანიზმის უცხო ნივთიერებებთან ურთიერთობისას;
რეაქციის წარმოქმნის მიზეზები:
· მწერების ნაკბენი;
· მედიკამენტები (ვაქცინები, პენიცილინი);
· საკვები ალერგენები (ხილი, არაქისი, შოკოლადი);
· მტვრის ალერგია.
ანაფილაქტიკური შოკის სიმპტომები
დაავადების პირველადი გამოვლენა ხდება ალერგენთან ურთიერთობიდან რამოდენიმე წამში ან 5 საათის მანძილზე და გამოიხატება:
· თავის ტკივილში;
· გულმკერდის ტკივილში;
· ტემპერატურის აწევაში;
· სუსტი პულსი;
· კანის ჰიპერემია (სიწითლე).
დაავადების მახასიათებელი სიმპტომების დაყოფა შეიძლება მისი გამოვლინების ლოკალიზაციის მიხედვით:
· გამონაყარი კანზე – ქავილი, ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, კვინკეს შეშუპება;
· ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, გულის რევა, კრუნჩხვები, გაუცნობიერებელი შარდვა, გონების დაკარგვა;
· სასუნთქი ორგანოები – ხუთვა, ზედა სასუნთქი ორგანოების სპაზმი;
· გული – მწვავე მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტი.
დიაგნოსტიკა
დაავადების გამოსაკვლევად ექიმი-ალერგოლოგი ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებსა და გამოკვლევებს:
· სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს;
· კანის ტესტებს;
· იმუნოლაბორატორიული სინჯები.
ანაფილაქტიკური შოკის მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
· ალერგენთან ურთიერთობის სასწრაფოდ შეწყვეტა;
· ალერგენის შეყვანის ან მწერის ნაკბენის ადგილას სახვევის გადაჭერა;
· ავადმყოფის დაწვენა;
· ენის დაფიქსირება ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად;
· ადრენალინის შეყვანა;
· ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა;
· ანტიალერგიული საშუალებების შეყვანა.
შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სამედიცინო დახმარების გაწევა:
· ხელოვნური სუნთქვა;
· გულის დახურული მასაჟი;
· ტრაქეოსტომია;
· ბრონქების ინკუბაცია.
საშიშროება
ანაფილაქტიკურმა შოკმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები:
· სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
· ფილტვების უკმარისობა;
· გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა;
· თავის ტვინის შესიება;
· ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ
· ქალები;
· ალერგიის მქონე ადამიანები;
· ასთმით დაავადებული ადამიანები;
· ადამიანები, რომლებმაც ადრე გადაიტანეს ანაფილაქტიკური შოკი.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· წამლების შერჩევა მათი ამტანობის შესაბამისად;
· არ დაუშვათ ერთდროულად სხვადასხვა მედიკამენტის მიღება;
· რაციონიდან შესაძლო ალერგენების გამორიცხვა;
· ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა;
· რესტორნებსა და კაფეებში საკვების შემადგენლობის დაზუსტება;
· მწერის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად პარკების, ტყეებისა და წყალსატევების სიახლოვეს ყოფნისთვის თავის არიდება.