ამილოიდოზი
ამილოიდოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქსოვილში განსაკუთრებული ცილის (ამილოიდი) დაგროვება, რომელიც ორგანიზმში ნორმალური მდგომარეობისას არ არის. ის აზიანებს შინაგან ორგანოებს, კანის საფარს.
გამოყოფენ დაავდების შემდეგ ტიპებს:
· პირველადი ამილოიდოზი – ცალკეული დაავადება;
· მეორადი ამილოიდოზი – ზოგიერთი დაავადების გართულება (ტუბერკულოზი, რევმატოიდული ართრიტი);
· მემკვიდრეობითი ამილოიდოზი;
· ადგილობრივი ამილოიდოზი – წარმოიქმენება შესიებულ ადგილებში;
· ჰემოდიალიზის პირობებში წარმოქმნილი ამილოიდოზი.
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ქსოვილებში ამილოიდის განთავსებით.
ამილოიდოზის მიზეზებია:
· გენეტიკური მიდრეკილება;
· ქრონიკურლი ანთებითი დაავადებების გართულება (ძვლების ინფექციური დაავადება, მალარია, ლეპრა);
· დაავადებები, რომლებსაც მივყავართ უჯრედოვანი შემადგენლობის ცვლილებამდე (მრავლობითი მიელომა);
· ჰემოდიალიზის პროცედურა.
ამილოიდოზის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· ენის გადიდება, გურლის რევა, დიარეა ან ყაბზობა, ყლაპვის ფუნქციის დარღვევა – კუჭ-ნალავის ტრაქტის ორგანოების ამილოიდოზი;
· არითმია, გულის გამტარობის დარღვევა, მიოკარდის კეროვანი დაზიანებები - გულის ამილოიდოზი;
· ჩხვლეტა კიდურებში, მგრძნობელობის დაქვეითება, თავის ტკივილი, ხშირი თავბრუს ხვევა, განავლის შეუკავებლობა, შარდის შეუკავებლობა - ნერვული სისტემის ამილოიდოზი;
· თითების გათიშვა, დაბუჟებისა და ჩხვლეტის თანხლებით, პოლიართრიტი, სახსრების შეშუპება - მყესებისა და ხრტილოვანი ნაწილის ამილოიდოზი;
· ხშირი ბრონქიტი, ხმის ჩახლეჩა - სასუნთქი ორგანოების ამილოიდოზი;
· კანზე ბუშტუკების და გამონაყარის გაჩენა, თვალის გარშემო სისხლჩაქცევები - კანის ამილოიდოზი.
დიაგნოსტიკა
ამილოიდოზის მკურნალობის დასანიშნად ექიმი-რევმატოლოგი ატარებს სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს და ნიშნავს დაზიანებული ორგანოების გამოკვლევას:
· ბიოპსია;
· ფუნქციონალური კლინიკური სინჯები.
ამილოიდოზის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
· პირველადი დაავადების მკურნალობას;
· იმუნოდეპრესანტებს;
· სისხლის გადასხმას;
· პოლივიტამინებს;
· დიურეტიკებს;
· ოპერატიულ მკურნალობას (ტრანსპლანტაცია, დაზიანებული ორგანოს მოშორება).
თირკმელის ამელოიდოიზის მკურნალობა მოიაზრებს ქირურგიულ ჩარევას (თირკმლის ტრანსპლანტაციას).
დიეტა
მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ დიეტა, რომლის დროსაც რაციონში შედის სახამებლით, კალიუმის მარილით, C ვიტამინით მდიდარი პროდუქტი და ეზღუდებათ საკვები მარილის მოხმარება, დღე-ღამეში მაქსიმუმ 2 გრ.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შეისაძლოა გამოიწყვიოს შემდეგი გართულებები:
· გულის უკმარისობა;
· თირკმლის უკმარისობა;
· ღვიძლის უკმარისობა;
· ურემია.
შეიძლება სიტუაცია ლეტალური შედეგით დასრულდეს.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· დროულად მოხდეს ანთებითი ტიპის დაავადებების მკურნალობა.