ალვეოლიტი
ალვეოლიტი – კბილბუდის, ღრმულის, ბუშტუკის ანთება.
გამოყოფენ დაავადების შემდეგ სახეობებს:
· ფიბროზირებადი იდიოპათიური ალვეოლიტი (წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია);
· ფიბროზირებადი ტოქსიკური ალვეოლიტი (წარმოიშობა ინტოქსიკაციის შედეგად);
· ფიბროზირებადი ალერგიული ალვეოლიტი (წარმოიშობა ალერგენთან ურთიერთქმედების გშედეგად).
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ალვეოლების და ფილტვის ქსოვილის ორმხრივი ანთების შედეგად. ალვეოლიტს შესაძლოა ახლდეს ფილტვის ფიბროზი.
დაავადების წარმოშბის მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ვირუსები (ჰერპესის ვირუსი, ადენოვირული, С ჰეპატიტის ვირუსი);
· გასტროეზოფაგული რეფლუქსი;
· დაბინძურებული გარემო;
· ალერგენებთან ურთიერთქმედება (მტვერი, ცხოველის ბეწვი, კოსმეტიკური საშუალებები, სამკურნალო მედიკამენტები და სხვა);
· ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია;
· მკერდის ქსოვილის რადიოაქტიური დასხივება;
· მოწევა.
ბავშვებში გავრცელებულია ტოქსიკური და ალერგიული ტიპის ალვეოლიტები.
ალვეოლიტის სიმპტომები
ალვეოლიტს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· მუდმივი ქოშინი, გაძლიერებული საკვების მიღებისა და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
· მკერდის ქვედა ჯირკვლების ტკივილი;
· კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
· წონის მკვეთრი დაგდება;
· თითების დამაბოლოვებელი ფალანგების გადიდება;
· საერთო სისუტე.
დიაგნოსტიკა
მკურნალობის დასადგენად ექიმი-პულმოლოგი ატარებს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· ფილტვების რენტგენოგრაფიას;
· ფილტვების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
· ჰისტოლოგიურ გამოკვლევას;
· ფილტვის ბიოპსიას;
· კანის, პროვოკაციულ სინჯებს.
ალვეოლიტის მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:
· ციტოსტატიკები;
· გლუკოკორტიკოსტეროიდები;
· ჟანგბადის თერაპია;
· მკერდის ქსოვილის მასაჟი;
· სუნთქვითი ვარჯიშები.
კონსერვატორული ტიპის მკურნალობის არაეფექტურობისა და დაავადების გართულების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ფილტვის გადანერგვა.
საშიშროება
ალვეოლიტის დროულად გამოვლენის და მკურნალობის არ არსებობის პირობებში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი მძიმე დაავადებები როგორიცაა:
· ფილტვების ემფიეზმა;
· გულის დასიება;
· ფილტვების შეშუპება;
· ფილტვების უკმარისობა;
· გულის უკმარისობა.
არსებობს ლეტალური შედეგის დიდი ალბათობა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენს:
· მამაკაცები;
· 50 წელს გადაშორებული ადამიანები;
· ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანები;
· ადამიანები, რომლებიც ინდუსტრიულ ან დაბინძურებულ რაიონებში ცხოვრობენ.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ფილტვების დაავადების დროული მკურნალობა;
· ტოქსიკურ, ქიმიურ და ალერგენულ ნივთიერებებთან კონტაქტის შეზღუდვა;
· სუნთქვითი ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;
· მოწევაზე უარის თქმა.