ალგომენორეა

ალგომენორეა

 

ალგომენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ტკივილები მენსტრუაციის პერიოდში. ჩვეულებრივ ჩნდება მენსტრუაციის პირველი 24 საათის განმავლობაში ან მისი დაწყებიდან 10-12 საათით ადრე. ალგომენორეის მცირეოდენი სიმპტომები ქალებს ეწყებათ 14-15 წლის ასაკიდან.

 

მიზეზები

ალგომენორეა წარმოიშობა ჰორმონების სინთეზის დარღვევის შედეგად, რასაც მოჰყვება ჰორმონისმაგვარი ნივთიერებების (პროსტაგლანდინების) მაღალი კონცენტრაცია ქსოვილებში. ამის გამო ხდება აქტიური საშვილოსნოს შეკუმშვა, რაც მუცლის ღრუში განთავსებულ ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს.

ალგომენორეის მიზეზებია:

·         დამაკავშირებელი ქსოვილის დისპლაზიის განვითარება;

·         პატარა მენჯის ორგანოებში შეხორცებები;

·         გენიტალური ტუპერკულოზი;

·         ენდომეტრიოზი;

·         ნერვული სისტემის დაავადებები, ნერვოლოგიური დარღვევები;

·         საშვილოსნოს წანაზარდების დასიება;

·         აბორტის შედეგები;

·         საშვილოსნოს ანომალიების პათოლოგიური განვითარება.

 

ალგომენორეის სიმპტომები

დაავადების სიმპტომები ვლინდება შემდეგში:

·         მჩხვლეტავი, ყრუ, წამოვლითი ტკივილები, რომლებიც გადადის წელზე, შარდის ბუშტზე, სწორ ნაწლავზე;

·         გულის რევა;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა;

·         მაღალი გაღიზიანებულობა;

·         საერთო სისუსტე;

·         თავის ტკივილი;

·         ხშირი შარდვა;

·         ტაქიკარდია;

·         გულყრა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების მკურნალობის დასანიშნად ექიმი-გინეკლოგი ატარებს შემდეგ პროცედურებს:

·         გინეკოლოგიური დათვალიერება;

·         პატარა მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;

·         ჰორმონალური სტატუსის დასადგენი ანალიზები;

·         პატარა მენჯის ორგანოების ენდოსკოპური გამოკვლევა;

·         პატარა მენჯის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს შარდსასქესო და საჭმლის მომნელებელი სისტემის, სარძევე ჯირკვლების, სისხლის მიმოქცევის სისტემის გამოკვლევა.

 

ალგომენორეის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:

·         ფიზიოთერაპიულ მკურნალობას (ელექტროფორეზი, რეფლექსოთერაპია);

·         დამამშვიდებელი პრეპარატები;

·         ანალგეტიკები;

·         სპაზმოლიტიკები;

·         ნესტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;

·         ჰორმონალური, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები.

 

საშიშროება

მტკივნეული მენსტრუაციის მკურნალობის არ არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და ქმედითუნარიანობის დაკარგვა მენსტრუალურ პერიოდში.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         მენსტრუაციის დროს ალკოჰოლის გამოყენებაზე უარის თქმა;

·         პატარა მენჯის ორგანოების გადაციებისგან დაცვა;

·         მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში ფიზიკური დატვირთვების და სქესობრივი ურთიერთობის შეზღუდვა;

 

·         ტკივილის პირველ სიმპტომებზე მუცელზე თბილის დადება და მუხლების მკერდისკენ მოხვრა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.