ალერგიული რინიტი

ალერგიული რინიტი


ალერგიული რინიტი ზედა სასუნთქი გზების დაავადება, რომელიც გამოწვეულია ალერგიული რეაქციით. 

 

მიზეზები

დაავადება ვითარდება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო.

 

სიმპტომები

·         სურდო;

·         გაჭედილი ცხვირი;

·         ხშირი ცემინება;

·         ყელში ქავილის შეგრძნება;

·         შეტევის ფორმის ხველა;

·         თვალების ქავილი, ცრემლდენა;

·         შუქის მიმართ თვალების მაღალი მგრძნობელობა;

·         ყნოსვის დაკარგვა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ალერგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;

·         იმუნოგრამა;

·         ცხვირიდან გამონადენი სისველის გამოკვლევა;

·         რინოსკოპია;

·         კანის პროვოკაციული ტესტები.

 

მკურნალობა

·         იმუნოთერაპია;

·         ანტიჰისტამინური პრეპარატები;

·         ცხვირის სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატები;

·         მემბრანოსტაბილიზატორები;

·         ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდები;

·         სამკურნალო ფიზკულტურა;

·         ინჰალაცია.

 

დიეტა

მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს:

·         ქათმის ხორცი, კვერცხი;

·         ხილი;

·         თაფლი;

·         პროდუქტების, რომლებიც შეიცავენ საკვებ დანამატებს და საღებავებს.

 

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

·         სინუსიტი;

·         ოტიტი;

·         ჭინჭრის ციება;

·         ბრონქიალური ასთმა;

·         კვინკეს შეშუპება;

·         ატოპიური დერმატიტი.

 

რისკის ჯგუფი

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;

·         დაბინძურებულ გარემოში მაცხოვრებლები;

·         ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით.

 

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

·         ალერგენთან კონტაქტისგან თავის შეკავება;

·         ზაფხულში ქუჩაში ნაკლები დროის გატარება;

·         სახლის საგულდაგულოდ დასუფთავება;

·         ახალი კოსმეტიკური საშუალების გამოყენებამდე დატესტვა ამტანობაზე;

·         სწორი კვება.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.