ალერგიული დერმატიტი

ალერგიული დერმატიტი


ალერგიული დერმატიტი კანის დაავადება, რომელიც ვლინდება ალერგენთან კონტაქტისას კანის დაგვიანებული რეაქციით.

 

მიზეზები

ალერგიული დერმატიტის მიზეზების დადგენა მარტივი არ არის, რამდენადაც დაავადების გამოვლენა ხდება გამაღიზიანებელთან კონტაქტიდან რამოდენიმე დღის შემდეგ. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს მედიკამენტებმა; საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებმა; ჰაერში გავცელებულმა ნივთიერებებმა, ნატურალურმა ან ხელოვნურმა პოლიმერებმა და ა.შ.

ქალებს ალერგიული დერმატიტი ხშირად ჩნდება სახეზე. მიზეზი ამის არის უხარისხო კოსმეტიკა. წამწამების ასაპრეხი საშუალება შეიძლება ქუთუთოების დერმატიტის გაჩენის მიზეზი გახდეს. ხელისა და ფეხის დერმატიტი შეიძლება გამოიწვიოს საპონმა და სხვა მოვლის საშულებამ.

 

სიმპტომები

·         სიწითლე;

·         შეშუპება;

·         ბუშტუკების წარმოქმნა;

·         სისველე;

·         ქავილი;

·         ასევე მოსალოდნელია მეორეხარისოვანი კერების წარმოქმნა, რომლებიც შეიძლება პირველადი კერისგან საკმაოდ მოშორებით გაჩნდეს (მაგალითად სახეზე ალერგიული დერმატიტი);

·         გამაღიზიანებლების ხელახალი მოქმედების შემდეგ დერმატიტი შეიძლება გადავიდეს ეგზემაში.

 

მიზეზები

ალერგიული რეაქციები ხშირია ბავშვებში, რადგან მათი ორგანიზმი არ არის შეგუებული გარემოს ზემოქმედებას. არის მოსაზრება, რომ ალერგიული დერმატიტი ბავშვებში შეიძლება გაჩნდეს ზედმეტი ჭამისგანაც კი, რადგან მიღებული ჭარბი საკვები ცუდად გადამუშავდება ბავშვის ღვიძლის მიერ. ასაკის მატებასთან ერთად ჰიპერმგრძნობელობა მცირდება.

 

დიაგნოსტიკა

ექიმისთვის სირთულეს არ წარმოადგენს დიაგნოზის დასმა. ალერგენის დასაზუსტებლად კეთდება დიაგნოსტიკური სინჯები. მაგალითად, ზრდასრულებში ალერგიული დერმატიტის გამოვლენისას შეიძლება შემოწმდეს მგრძნობელობა ისეთ ნივთიერებებზე, რომლებთანაც მუშაობენ საწარმოებში, ბავშვებში ტესტირება ხდება გავრცელებული ალერგენების ჯგუფებზე - ცხოველის ბეწვი, მცენარეების მტვერი, მტვერი.

 

მკურნალობა

პირველ რიგში მკურნალობა მდგომარეობს ალერგენის ლიკვიდაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაღიზიანების მიმართ მგრძნობელობის დაწევა ხდება სპეციალური პრეპარატებით. ასევე გამოიყენება მალამოები და საცხები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მკურნალობა მიმდინარეობს ჰორმონალური თერაპიის ფორმით.

 

დიეტა

კვება ალერგიული დერმატიტის დროს:

·         უნდა გამოირიცხოს ნახევარფაბრიკატი წვნიანები, ე.წ. ფასტ-ფუდი, კეტჩუპი - ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ქიმიურ საღებავებს და არომატიზატორებს;

·         არასეზონური ხილი, შემწვარი, ცხარე, მლაშე საკვები.  

 

საშიშროება

ქავილისგან დაზიანებული კანის ადგილი შეიძლება დაინფიცირდეს ბაქტერიებით. მკურნალობის გარეშე დატოვებული დერმატიტი დიდი ალბათობით გადაიზრდება ეგზემაში.

 

რისკის ჯგუფი

·         ადრეული ასაკის ბავშვები;

·         ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანები;

·         ჰიპერმგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები;

·         მწეველები და ნარკოდამოკიდებულები;

·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების, სასუნთქი ორგანოებისა და ნერვული სისტემის პრობლემების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

თუ დაავადების დიაგნოზი უკვე დასმულია ბავშვებსა და დიდებში პროფილაქტიკა მდგომარეობს ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტაში.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.