ალცგეიმერის დაავადება

ალცგეიმერის დაავადება

ალცგეიმერის დაავადება (ალცგეიმერის ტიპის დემენცია) ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერატიული დაავადება, რომელსაც ახასიათებს გონებრივი შესაძლებლობების ნელ-ნელა დაქვეითება. დაავადება მოქმედებს მეხსიერებაზე, მეტყველებაზე, ლოგიკურ აზროვნებაზე. დღეისათვის დაავადება წარმოადგენს მოხუცებში გონებასუსტობის განვითარების მიზეზს.

 

მიზეზები

დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ექიმები ვარაუდობენ, რომ ალცგეიმერის მიზეზი ხდება:

·         გენეტიკური მიდრეკილება;

·         დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაშლა;

·         ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებები;

·         თავის ტრამვები;

·         ტვინის სიმსივნე;

·         ტოქსიკური მეტალებით მოწამვლა;

·         ჰიპოტირეოზი.

 

ალცგეიმერის დაავადების სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

·         მეხსიერების დარღვევები (ადამიანი სწრაფად ივიწყებს უახლოეს წარსულში მომხრად მოვლენებს);

·         ავადმყოფი ვერ ცნობს ადამიანებს, საგნებს;

·         დეპრესია;

·         შფოთვა;

·         ემოციური აშლილობა;

·         დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია;

·         ჰალუცინაციის წარმოქმნა;

·         ჩვეული საქმიანობისა და ცხოვრებისადმი აპათია;

·         სიარულის პრობლემაარეული სიარული»);

·         აფაზია (მეტყველების ნაწილობრივ ან სრულად მოშლა);

·         პიროვნული ორიენტაციის დარღვევა.

 

დაიგნოსტიკა

ალცგეიმერის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. ის ნიშნავს მთელ რიგ გამოკვლევებს, რომელთა შორის არის:

·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ელექტროენციფალოგრამა;

·         სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა.

აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტს აგზავნიან ექიმ-ფსიქოთერაპევტთან.

 

ალცგეიმერის დაავადების მკურნალობა

მკურნალობას სრული გამოჯანმრთელება არ ახლავს. მკურნალობა მხოლოდ აფერხებს პროცესის განვითარებას და გამოიყენება:  

·         ანტიდეპრესანტები;

·         კრუნჩხვების დაწინააღმდეგო პრეპარატები;

·         ჰოლინესტერაზი ინჰიბიტორები.

 

საშიშროება

შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როგორ უნდა მოხდეს ალცგეიმერის დაავადების მკურნალობა, მაგრამ მედიკამენტოზური თერაპიის არარსებობამ შეიძლება ისეთ გართულებებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა:

·         თანმდევი ინფექციები (პნევმონიები);

·         ტრამვები, უბედური შემთხვევები.

2-8 წლის შემდეგ დგება ლეტალური შედეგი.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში არიან:

·         65 წელს ზემოთ ადამიანები;

·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;

·         ქალები;

·         დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები;

·         თავის ტრავმების მქონე ადამიაენბი;

·         მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანები;

·         არტერიული წნევის დარღვევების მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         საკვებში დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება;

·         სიგარეტისა და ალკოჰოლის გამოყენებაზე უარის თქმა;

·         სუფთა ჰაერზე დიდი დროის გატარება;

·         სისხლში ინსულინისა და ქოლესტერინის დონის კონტროლი;

·         არტერიული წნევის კონტროლი.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.