აკრომეგალია
აკრომეგალია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სხეულის ცალკეული ნაწილების პათოლოგიური გადიდება, რაც სომატოტროპული ჰორმონის გაზრდილი გამოყოფის შედეგია. აკრომეგალია ვითარდება ასაკოვან პერიოდში, ფიზიოლოგიური ზრდის დასრულებისას (ძვლების ზრდის დახურულ ზონებში).
მიზეზები
· ადენომა (სიმსივნე) ჰიპოფიზა;
· ქალა-ტვინის ტრამვა;
· ჰორმონების გამომუშავების მასტიმულირებელი კუჭქვეშა ჯირკვლის, ფილტვების, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა.
სიმპტომები
· თეძოების ქვედა ნაწილის გადიდება, ყვრიმალების ძვლების გადიდება, წარბზედა ნაწილის გადიდება;
· ყურების, ცხვირის, ტუჩების ჰიპერტროფია;
· სახის ნაკვთების დარღვევა;
· კბილების ნაჭდევის ფორმის შეცვლა (კბილებს შორის ნაპრალების გაჩენა);
· ხმის ჩახლეჩა, დასუსტება;
· თავის ქალის, ძვლების, ტერფების გადიდება;
· ხერხემლის გამრუდება;
· სარძევე ჯირკვლების გადიდება;
· ნეკნებს შორის მანძილების გადიდება;
· სახსრების დეფორმაცია;
· სახსრების მოძრაობის გაუარესება;
· ჭარბი ოფლიანობა, ცხიმიანობა;
· კანის გამაგრება და გასქელება;
· კუნთების დისტროფია;
· მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა (ქალბატონებში);
· უნაყოფობა;
· სქესობრივი პოტენციის დავარდნა (მამაკაცებში);
· თავბრუს ხვევა;
· საერთო სისუსტე;
· სმენის დაქვეითება;
· კიდურების გათიშვა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტირებისთვის საჭიროა:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
· თავის ქალის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
· თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· თავის ქალის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
აკრომეგალიის მკურნალობა
· ზრდის ჰორმონის დამასუსტებელი პრეპარატები;
· ოპერატიული მკურნალობა (ტვინის სიმსივნის მოცილება);
· ჰოპოფიზის გამა ან სხივური მკურნალობა.
საშიშროება
აუცილებელი მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
· გულის უკმარისობა;
· მიოკარდიოდისტორფია;
· არტერიული ჰიპერტონია;
· შაქრის დიაბეტი;
· ფილტვების ემფიზემა;
· ღვიძლის დისტორფია;
· საშვილოსნოს მიომა;
· კვანძოვან-დიფუზიური წანაზარდები;
· საკვერხეების პოლიკისტოზი;
· თირკმელზედა ჰიპერპლაზია;
· ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფარისებრი ჯირკვლის დასიება.
შესაძლოა სიკვდილიანობა.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· თავის ტვინის ტრამვებისგან დაცვა;
· ცხვირ-ხახის დაავადებების დროული მკურნალობა;
· ჰორმონების დონის კონტროლი.