აივ-ინფექცია
აივ-ინფექცია – დაავადება, რომლის პროვოცირებაც ხდება იმუნოდეფიციტის ვირუსით და მკვეთრად ასუსტებს ორგანიზმის დამცავ სისტემას.
დღეისათვის გამოყოფენ:
· აივ-1 (გავრცელებული ვირუსი, აივ-ინფექციის მთავარი მაპროვოცირებელი);
· აივ-2 (ნაკლებად გავრცელებული ვირუსი, ძირითადად დასავლეთ აფრიკაში გვხვდება).
აივ-ინფექციას აქვს დაავადების განვითარების 5 სტადია:
· ინკუბაციის სტადია;
· პირველადი გამოვლინების სტადია;
· ლატენტური სტადია;
· მეორადი დაავადებების სტადია;
· ტერმინალური სტადია (შიდსი).
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი არის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც სისხლში მოხვედრისას ანადგურებს იმუნურ სხეულებს, რითაც ასუსტებს ორგანიზმის დამცავ სისტემას.
აივ-ინფექციით დაავადება ხდება შემდეგ შემთხვევებში:
· სქესობრივი აქტის დროს;
· მშობიარობისას დედისგან გადადის შვილზე;
· ბავშვის ძუძუთი კვების დროს;
· დაავადებულის მიერ გამოყენებული ნემსით სარგებლობისას;
· პირსინგისა და ტატუს გაკეთებისას არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებით.
აივ-ინფექცია არ გადადის კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ციებ-ცხელება, გამონაყარი კანზე, ფარინგიტი, დიარეა, ჰერპესი, სოკოვანი ინფექციები (პირველადი გამოვლინების სტადია);
· ლიმფური კვანძების გადიდება (ლატენტური სტადია);
· ვირუსული, ბაქტერიალური, სოკოვანი დაავადებები, ავთვისებიანი წარმონაქმნები (მეორადი დაავადებების გამოვლენის სტადია).
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-იფექციონისტი ატარებს მთელ რიგ გამოკვლევებს:
· სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს;
· პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერულ-ჯაჭვური რეაქცია);
· სეროლოგიურ გამოკვლევას;
· ვირუსოლოგიურ გამოკვლევას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· მეორადი ინფექციების მკურნალობას (ანტიბაქტერიალური, სოკოს საწინააღმდეგო, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები);
· ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს;
· ვიტამინებს;
· ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს;
· ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს.
იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების მიღება აკრძალულია, რადგან ისინი ახდენენ დაავადების განვითარების პროვოცირებას.
საშიშროება
აივ-იფექცია საშიშია იმით, რომ დასუსტებული იმუნიტეტის გამო, დაავადებული მიდრეკილია ნებისმიერი ინფექციისადმი. დაავადების ბოლო სტადია არის შიდსი, რასაც მივყავართ ლეტალურ შედეგამდე.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:
· ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები;
· ადამიანები, რომლებიც სქესობრივი კავშირის დროს არ იცავენ თავს;
· ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ სისხლის ხშირად გადასხმა;
· ინფექციით დაავადებული დედისგან შობილი ბავშვები;
· სამედიცინო სფეროს მუშაკები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· სქესობრივი კავშირის დროს თავის დაცვა;
· სქესობრივი კავშირით გადამდები დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა;
· ერთჯერადი შპრიცის ხელმეორედ გამოყენების გამორიცხვა;
· სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია, ყოველი გამოყენების წინ.