აფაზია
აფაზია – დაავადება რომელსაც ახლავს მეტყველების მოშლა. დაავადება ხასიათდება სიტყვების გამოყენების შესაძლებლობის დაკარგვით, რაც საჭიროა აზრების გამოხატვისა და ადამიანებთან ურთიერთობისთვის. საუბრის გაგება ხდება არტიკულაციური აპარატის ფუნქციის და სმენის შენარჩუნების შემთხვევაში.
გამოყოფენ აფაზიის შემდეგ სახეობებს:
· მოტორული აფაზია – ბგერების გამოთქმის პრობლემა;
· სენსორული აფაზია – საუბრის გაგების და ხმების დიფერენცირების შეძლების არ ქონა;
· ამნესტიური აფაზია – საგნების დასახელების შეძლების არ ქონა, მაგრამ მათი აღწერის შესაძლებლობა;
· სემანტიკური აფაზია – სივრცითი დამოკიდებულებების გამომხატველი საუბრის ფორმულირებების გაუგებრობა;
· დინამიური აფაზია – მეტყველების ინიციატივის არარსებობა, სპონტანური მეტყველების არქონა.
მიზეზები
დაავადების მიზეზია თავის ტვინის იმ ნაწილის დაზიანება, რომელიც პასუხისმგებელია ენისა და მეტყველების განვითარებაზე.
· თავის ტვინის ტრავმები;
· თავის ტვინის ანთებითი პროცესები;
· ტვინის სიმსივნე;
· სისხლძარღვების დაავადებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა თავის ტვინში (ინსულტი).
ირღვევა შემდეგი ნაწილების ფუნქცია:
· მარცხენა ნახევარსფეროს შუბლის ქვედა ნაოჭების უკანა ნაწილი;
· საფეთქლის ზედა ხვეულის უკანა ნაწილები;
· საფეთქლის და თხემისა ქვედა-უკანა ნაწილები;
· მარცხენა ჰემისფეროს თხემ–საფეთქელ–კეფის მიდამო.
აფაზიის სიმპტომები
აფაზიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· მოკლე, წყვეტილი ფრაზებით საუბარი;
· საუბრის შეუძლებლობა, სიტყვების ჟესტებით ჩანაცვლება;
· წერისას ასოების გამოტოვება, მარცვლების გადანაცვლება;
· კითხვისას ავადმყოფი ვერ არჩევს ასოებს და მარცვლებს;
· ხმოვანი საუბრის გაუგებრობა.
დიგანოსტიკა
აფაზიის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ლოგოპედი. ამისათვის ის იკვლევს ზეპირ და წერით მეტყველებას, წერის ფუნქციას, ატარებს სხვადასხვა ტესტებს.
ასევე აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია, რომელიც ნიშნავს:
· თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
· ელექტროენცეფალოგრამას;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევას.
აფაზიის მკურნალობა
აფაზიის სამკურნალო აუცილებელი პროცედურები ტარდება სტაციონარში და მოიცავს:
· ძირითადი დაავადების მკურნალობას;
· ლოგოპედთან თერაპიას (ინდივიდუალურად ან ჯგუფში);
· თერაპიას ფსიქოთერაპევტთან.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში არიან:
· მოხუცები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· აქტიური ცხოვრების სტილი;
· რაციონალური კვების რეჟიმი;
· ნევროლოგთან და კარდიოლოგთან ყოველწლიური ვიზიტი.