ადნექსიტი
ადნექსიტი (სალპინგოფორიტი) – საშვილოსნოს მილების და საკვერცხეების ანთება და საკმაოდ გავრცელებული ქალური დაავადებაა.
მიზეზები
· ძლიერი გადაციება;
· ემოციური სტრესი;
· ახლომდებარე ორგანოების ანთბით პროცესი, მაგალითად აპენდიციტი;
· პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა;
· სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
ადნექსიტის სიმპტომები
გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ ადნექსიტს. ორივე ფორმა თითქმის ერთნაირია, მაგრამ შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდნენ გამოხატვით (ამიტომ, ქრონიკული ფორმა შესაძლოა დიდი ხნის მანძილზე დარჩეს დაიგნოსტირების გარეშე):
· ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში;
· სხეულის ტემპერატურის აწევა;
· უღონობა და დაღლილობა;
· სასქესო ორგანოდან პათოლოგიური გამონადენის წარმოქმნა, 1-2 მლ-ს ოდენობით, რომელსაც ცუდი სუნი, მოყვითალო ან მომწვანო ფერი აქვს.
დიაგნოსტიკა
ადნექსიტზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ტარდება შემდეგი ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები:
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ნაცხის ანალიზი ფლორის გამოსაკვლევად;
· პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია;
· სისხლის საერთო ანალიზი;
· შარდის საერთო ანალიზი.
ადნექსიტის მკურნალობა
მკურნალობა უნდა იყოს დროული და კომპლექსური. ჩვეულებრივ ინიშნება ანტიბაქტერიალური პრეპარატები არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარათებთან ერთად. კანდიდოზის განვითარებისგან თავის დასაცავად მიიღება სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები. ადნექსიტისგან სრულად გამოჯანმრთელებისთვის გამოიყენება ფიზიოპროცედურები და ვიტამინოთერაპია.
დიეტა
რადგან მკურნალობისას გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, საჭიროა მკაცრი დიეტის დაცვა. რაც ხელს შეუწყობს პრეპარატების ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
საშიშროება
ადნექსიტის ნიშნები, განსაკუთრებით კი ქრონიკულის, ძალიან სუსტად ვლინდება. ანთებითი პროცესის დიდი ხნით უყურადღებოდ არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შეხორცებები, რაც სამომავლოდ უშვილობას იწვევთ.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალბატონები, რომლებიც:
· იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ პრეპარატებს;
· ხშირად იკეთებენ გამორეცხვას.
პროფილაქტიკა
იმისათვის, რომ არ დავუშვათ ქრონიკული ადნექსიტის განვითარება, საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენება და გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი.