ადენოვირუსი

ადენოვირუსი


ადენოვირუსი (ადენოვირუსული ინფექცია) – მწვავე ციებ-ცხელების დაავადება. წარმოადგენს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ერთ-ერთ სახეობას. დაავადება აზიანებს თვალებს, სასუნთქ ორგანოებს და ლიმფურ კვანძებს. ყველაზე ხშირად ავადდებიან სკოლამდელი და დაწყებითი კლასის ასაკის ბავშვები. ადენოვირუსის გააქტიურება ხდება შემოდგომა-გაზაფხულის სეზონზე.

 

მიზეზები

დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში ადენოვირუსის ინფექციით. გადადის კონტაქტური და ჰაეროვან-წვეთოვანი გზით. 

ადენოვირუსით დაავადების მიზეზები:

·         დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი;

·         საკვებში დაავადებული პროდუქტების, ან დაბინძურებული წყლის გამოყენება;

·         იმ ნივთების გამოყენება, რომლებთანაც შეხება ჰქონდა დაავადებულ ადამიანს.

 

ადენოვირუსის სიმპტომები

ადენოვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დამოკიდებულია ანთებითი პროცესის ლოკალიზაციის ადგილზე:

·         ფარინგიტის სიმპტომები (ყელის ტკივილი, ყელის ანთება, ხმის ჩახლეჩა);

·         რინიტის სიმპტომები (სურდო, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ცემინება);

·         ლიმფური კვანძების გადიდება;

·         ხსეულის ტემპერატურის 39°-მდე აწევა;

·         სველი ხველა;

·         მუცლის ტკივილი, დიარეა, გულის რევა;

·         თავბრუს ხვევა;

·         ხშირი შარდვა, სისხლნარევი შარდი;

·         თვალების ჩაწითლება, ცრემლდენა, ცუდი მხედველობა.

 

დიაგნოსტიკა

ადენოვირუსის მკურნალობის დასადგენად ექიმი-ინფექციონისტი ნიშნავს მთელ რიგ გამოკვლევებს და ანალიზებს:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         თვალებისგან გამომყოფი, ცხვირ-ხახის არხების გამოკვლევა;

·         ფეკალის ანალიზი;

·         ცხვირის ღრუსა და გულმკერდის რენტგენოგრაფია.

საჭიროა ჩატარდეს გრიპთან დიფერენციალური დიაგნოსტიკა, კონიუქტივიტზე, პნევმონიასა და ტუბერკულოზზე.

 

ადენოვირუსის მკურნალობა

ადენოვირუსის მუკრნალობა საჭიროებს:

·         ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;

·         სიცხის დამწევ პრეპარატებს;

·         ამოსახველებელ საშუალებებს;

·         ტუტოვან ინჰალაციას;

·         სისხლძარღვების აღმდეგ პრეპარატებს;

·         პოლივიტამინებს;

·         ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს.

გართულებების წარმოქმნისას ინიშნება ანტიბიოტიკები. პაციენტებს ენიშნებათ წოლითი რეჟიმი, დაავადების გართულებისას აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.

 

საშიშროება

ადენოვირუსის თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის გარეშე შესაძლოა შემდეგი გართულებები:

·         ლარიგნოსპაზმი;

·         სინუსიტი;

·         შუა და შიდა ყურის ოტიტი;

·         ბრონქიტი;

·         პნევმონია;

·         ანგინა.

მცირეწლოვან ბავშვებში დაავადების გართულებამ შესაძლოა სიკვდილიანობაც გამოიწვიოს.

 

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფს მიეკუთვნება:

·         საბავშვო ბაღებისა და სკოლის თანამშრომლები;

·         მცირეწლოვანი ბავშვები;

·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.

 

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;

·         სამუშაო და საცხოვრებელი ფართის მუდმივი განიავება;

·         დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტისთვის თავის არიდება;

·         გადაციებისა და გადახურებისგან თავის დაცვა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.