ადენომიოზი
საშვილოსნოს ადენომიოზი – ეს არის საშვილოსნოს ჰორმონალური ტიპის შიდა ანთებითი პროცესი, ენდომეტრიოზის ერთ-ერთი ქვესახეობა. დაავადების არსი მდგომარეობს ლორწოვანი უჯრედების საშვილოსნოს კუნთოვან ნაწილში ჩანერგვაში, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნება კვანძოვან წარმონაქმნებად, რაც იწვევს შეშუპებას და ანთებას ჰორმონალური ფაქტორის არასტაბილურობის ფონზე.
მიზეზები
ადენომიოზის წარმოაშობის მიზეზები გაურკვეველია, ბევრი მკვლევარი იხრება იმისკენ, რომ მთავარი ფაქტორი გენეტიკურია. ასევე ასახელებენ ფონურ სტრესებს: ზედმეტი რუჯი, ხშირი მოგზაურობა, რაც დროის სარტყელების ცვლილებას იწვევს, არადოზირებული ტალახის აბაზანები, საშვილოსნოზე ქირურგიული ჩარევები: აბორტი, მუცლის მოშლა, მიომების მოშორება და ა.შ.
ადენომიოზის სიმპტომები
· მენჯის ტიკივილი მენსტრუაციის წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ;
· «შოკოლადისებრი» გამონადენი მენსტრუაციამდე და მის შემდეგ;
· ციკლის შეწყვეტა;
· საშვილოსნოს დეფორმაცია;
· ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტირება ხდება სტანდარტული გინეკოლოგიური შემოწმებისას. შესაძლოა საჭირო გახდეს კოლპოსკოპია, ნაცხის ლაბორატორიული ანალიზი, ულტრა-ბგერითი და ჰისტეროსკოპიული გამოკვლევა. მკურნალობის დაწყებამდე ადგენენ ორგანიზმის მთლიან მდგომარეობას, რადგან მკურნალობის მეთოები შესაძლოა შეუთავსებელი იყოს პაციენტის ორგანიზმში არსებულ სხვა დაავადებებთან.
ადენომიოზის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს ორ მეთოდს - ქირურგიულს და ქირურგიული ჩარევის გარეშე. თანამედროვე პრეპარატებს გააჩნიათ საკმაოდ ძლიერი ზემოქმედების უნარი, რაც ადენომიოზის ადრეულ სტადიაზე უზრუნველყოფს არაოპერაციულ მკურნალობას, ხოლო რეაბილიტაციის შემდეგ ფეხმძიმობაც დასაშვებია. რადიკალური მეთოდის მიზანია დეფორმირებული საშვილოსნოს აღდგენა და წანაზარდების მოცილება. ქირურგიული მეთოდის შემდეგ ქალბატონების ორ მესამედს საშუალება ეძლევა დაფეხმძიმდეს დაავადების საშუალო სტადიაზე და ერთ მესამედს მიმდინარე დაავადებისას. ბოლო წლებში ადენომიოზის მკურნალობას ახორციელებენ აპარატული მეთოდით, რომლის დროსაც ხდება ანთებითი კერების ელექტრლაზერით ომოწვა.
საშიშროება
ადენომიოზი, რომლის მკურნალობა არაეფექტურია, ან საერთოდ არ მკურნალობენ, საშიშია ნაყოფის შენარჩუნებისთვის. საშვილოსნოს დეფორმაცია, ენდიომეტრიოზული კვანძებით და ფონური ანთებით, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კვერცხუჯრედის ფიქსაციას, რასაც უნაყოფობამდე მივყავართ. ყურადღების გარეშე დატოვებული ენდომეტრიული კვანძები შესაძლოა ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცნენ.
პროფილაქტიკა
საჭიროა რეგულარული გინეკოლოგიური კონტროლი (წელიწადში ორჯერ) დაავადების დიაგნოსტირების მიზნით, ჯერ კიდევ არასიმპტომურ სტადიაზე. ადენომიოზის პროფილაქტიკის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა სტრესის მოხსნა, დატვირთვისას ადეკვატური დასვენება. რეკომენდირებულია თავი აარიდოთ აბორტს, საშვილოსნოსთან დაკავშირებით ჩაიტაროთ არაქირურგიული მკურნალობა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯფგუფში არიან:
· მუდმივი სტრესისა და ფიზიკური დატვირთვის მქონე ქალბატონები;
· სოლარიუმის ხშირი და დიდი ხნით მომხმარებელი ქალბატონები.