აბსცესი

აბსცესი

 

აბსცესი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქსოვილების ანთებითი პროცესი ჩირქოვანი წარმონაქმნებით. შეიძლება ჰქონდეს წარმოშობის როგორც პირველადი, ისე მეორადი მახასიათებელი (ანგინის გართულება, პნევმონია, ტრამვები). აბსცესი შეიძლება იყოს ზედაპირული (კანქვეშა) და ღრმა (შინაგან ორგანოებში, კუნთოვან ქსოვილებში).


მიზეზები

დაავადება ჩნდება კანის საფარის დაზინებული ნაწილის, ლორწოვანი გარსის ორგანიზმში მოხვედრით ან სხვა ანთებითი კერის მიკრობული ინექციით. აბსცესის მიზეზები:

·         კანის დაზიანებისას ქსოვილებში სტაფილოკოკური ბაქტერიების მოხვედრა;

·         ინფექციის გავცრელება ჩირქოვანი ანთბის პირველადი წყაროდან;

·         კანქვეშა ან შიდაორგანული სისხლჩაქცევების დაჩირქება;

·         კისტის დაჩირქება;

·         ინექციური წამლების ერთი და იგივე ადგილას მრავალჯერადი შეყვანა.


აბსცესის სიმპტომები

აბსცესისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

·         ტემპერატურის მკვეთრი აწევა (40º-მდე);

·         საერთო სისუსტე;

·         თავბრუს ხვევა;

·         მადის დაკარგვა;

·         კანქვეშა ჩირქოვანი კაფსულების წარმოქმნა, სიწითლის თანხლებით, შეშუპებით და ტკივილით (აბსცესისას ზედაპირული ტიპის), რაც სრულდება ამ წარმონაქმნების გახეთქვით და ჩირქის გამოსვლით.


დიაგნოსტიკა

აბსცესის მკურნალობის დასადგენად ექიმი-ქირურგი პაციენტს უნიშნავს გარკვეულ ანალიზებს და დაზიანებული ორგანოების გამოკვლევების ჩატარებას, კონკრეტულად:

·         სისხლის საერთო ანალიზი;

·         რენტგენოგრაფიული გამოკვლევა;

·         კომპიუტერული ტომოგრაფია;

·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;

·         ულტრაბგერითი გამოკვლევა;

·         ჩირქის პუნქცია;

·         ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.


აბსცესის მკურნალობა

აბსცესის მკურნალობა მოიცავს:

·         ქირურგიულ ჩარევას (ჩირქოვნი კაფსულის გახსნა და მისი გაწმენდა);

·         დრენაჟების შეყვანა;

·         ანტიბიოტიკები;

·         ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები;

·         სუფანილამიდური პრეპარატები;

·         სისხლის გადასხმა;

·         იმუნოსტიმულატორები.

შინაგანი ორგანოების აბსცესისას აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.


საშიშროება

თუ დროულად არ დადგინდება როგორ უნდა განვკურნოთ აბსცესი, არსებობს ისეთი გართულებების განვითარების დიდი რისკი როგორიცაა:

·         მასტიტი;

·         პლევრიტი;

·         პერიტონიტი;

·         ორგანოების დისფუქცია;

·         კისტები;

·         ტრაქეის შეკუმშვა;

·         ყელის შეშუპება;

·         ქსოვილების ნეკროზი;

·         ინფექციურ-ტოქსიკური შოკი;

·         სისხლის მოწამვლა.


რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:

·         მამაკაცები 50 წელს ზემოთ;

·         შაქრის დიაბეტით დაავადებული ადამიანები;

·         სისიხლის დაავადებების მქონე ადამიანები.


პროფილაქტიკა

აბსცესის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

·         ჭრილობების, ტრამვების, ნაკაწრების დროულად დეზინფიცირება და დამუშავება; 

·         სამკურნალო და დიაგნოსტიკური პროცედურების ტექნოლოგიის დაცვა;

·         სანიტარიისა და ჰიგიენის წესების დაცვა;

·         პირველადი ჩირქოვანი პროცესების, ინფექციის ადგილობრივი კერების (კარიესი, პერიდონტიტი) და ანთებითი დაავადებების დროულად მკურნალობა.

 

დარეკვა მიღებაზე ჩაწერა
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.