და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო...შეყვარებულ ქალს ბევრი რამის პატიება შეუძლია, ძალიან ბევრის და მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს ის წასვლისას. ეს ყველაფერი არის გამოცდა, ან რაც გინდათ ის უწოდეთ... თუ მამაკაცს ნამდვილად სჭირდება ქალი, ეს გამოცდა აუცილებლად უნდა გაიაროს. მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალი არასოდეს ბრუნდება იქ, სადაც ის არ უყვართ და სადაც მისი დაკარგვის არ ეშინიათ, რამდენადაც ძლიერ არ უნდა უყვარდეს ქალს, ამის გარეშე გამორიცხულია მისი დაბრუნება. ოცჯერ რომ გაგაგდოთ, ოცდამეერთედ მიდით მასთან. თუ ყვავილებს არ მიიღებს, რამე დაუწერეთ ფანჯრების წინ. თუ შეხვედრაზე უარს გეტყვით, მის მეგობარს სთხოვეთ როგორმე გამოიყვანოს სახლიდან და გააოცეთ თქვენი გამოჩენით. რამე ისეთი გააკეთეთ, რომ პატიების გარდა სხვა გზა აღარ დარჩეს. მაგრამ თუ ხელებს ჩამოუშვებთ და არაფერს გააკეთებთ, ეს მხოლოდ დაარწმუნებს იმაში, რომ სწორად მოიქცა, როცა მიგატოვათ. მსხვერპლად გაიღეთ თქვენი პრინციპები და ჩვევები, რომლებიც მას ტკივილს აყენებს. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი საყვარელ ადამიანზე მნიშვნელოვანი იყოს? იქ, სადაც სიამაყეა, სიყვარული არ არის. ხოლო თუ სიყვარულია, ეცადეთ არ დაკარგოთ ის. სიყვარულის ღირსი არის ის, ვინც არ ნებდება. რაც შეიძლება ხშირად აჩუქეთ თქვენს საყვარელ ქალს შეგრძნება იმისა, რომ ის თქვენთვის სასურველი, ერთადერთი და განუმეორებელია! მთელი ცხოვრება ასე უნდა იყოთ, უმჯობესია ყოველ დღე :) და ვინ თქვა, რომ სიყვარული მარტივია?…