ზოგიერთი დაავადება ზრდის თვითმკლელობის ჩადენის რისკს

ზოგიერთი დაავადება ზრდის თვითმკლელობის ჩადენის რისკს

7962 ნახვა
«American Journal of Preventive Medicine»-ში გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, ქრონიკული დაავადებები ფსიქიური პრობლემების არმქონე პაციენტებშიც კი მნიშვნელოვნად ზრდის თვითმკვლელობის ჩადენის რისკს.

 

გამოკვლევაში მონაწილეობას იღებდა 2674 ადამიანი, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს 2000 – 2013 წლების პერიოდში, ასევე 267 400 ადამიანი საკონტროლო ჯგუფებიდან.

 

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კვლევას დაქვემდებარებული 19 ადამიანიდან 17 იყო თვითმკლელობის ჩადენის მაღალი რისკის ქვეშ. ამ ადამიანებს აწუხებდათ შემდეგი დაავადებები: ასთმა, ზურგის ტკივილი, ქალა-ტვინის ტრავმა, გულის უკმარისობა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი, ეპილეპფსია, აივ ინფექცია, გულის დაავადებები, ჰიპერტონია, შაკიკი, პარკინსონის დაავადება, ფსიქოგენური ტკივილი, თირკმლის უკმარისობა, ძილის დარღვევა და ინსულტი.

 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძილის დარღვევა და აივ ინფექცია ორჯერ ზრდის სუიციდის ჩადენის ალბათობას მაშინ, როცა ქალა-ტვინის ტრავმა ამ რისკს ცხრაჯერ უფრო ზრდის. «მიუხედავად იმისა, რომ თვითმკლელობის რისკი ფიქსირდება ქრონიკულად დაავადებული ადამიანების უმრავლესობაში, სუიციდის პროფილაქტიკის აუცილებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალა-ტვინის ტრავმის მქონე ადამიანებისთვის, რადგან მათი მხრიდან თვითმკლელობის ჩადენის რისკი ცხრაჯერ აღემატება დანარჩენი დაავადებების მქონე ადამიანებისას. ეს გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ შეიძლება სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიებებით», — აცხადებს კვლევის ავტორი, დოქტორი ბრაიან აჰმედანი (Brian K. Ahmedani).

 

აშშ-ში თვითმკლელობების სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა: სუიციდი რჩება სიკვდილიანობის ძირითად ფაქტორად და თვითმკლელობის გამო აშშ-ში წლის მანძილზე კვდება დაახლოებით 450 000 ადამიანი. ბოლო 17 წლის მანძილზე სუიციდის გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა 24%-ით.

 

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში სუიციდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: რუსეთი 17 ადამიანი 100 000-დან, განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ ალტაი, ბაიკალის რეგიონი, ბურიატია და ნენეცკის არ. ყველაზე დაბალი თვითმკვლელობის მაჩვენებელი ფიქსირდება მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, სამხრეთ რუსეთში და ჩრდილოეთ კავკასიის რეპუბლიკებში.


მსოფლიოში ყველაზე დაბალი თვითმკლელობების მაჩვენებლი არის გაიანეში (წელიწადში 44 ადამიანი 100 000-დან), ასევე საუდის არაბეთში და სირიაში (0,4 შემთხვევა 100 000-დან წლის მანძილზე). 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.