ხუთი ფაქტი, A ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ

ხუთი ფაქტი, A ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ

2819 ნახვა

A ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ვიტამინია, რომელიც იმუნურ სისტემას უკეთ ფუნქციონირებაში ეხმარება. აღნიშნული მინერალი გვხვდება როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ საკვებში. წარმოგიდგენთ ფაქტებს, თუ რატომ უნდა მიიღოთ A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, რათა თქვენი ორგანიზმი მუდმივად ტონუსში იყოს.

 

 

 

1. A ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას

აღნიშნული მინერალი მნიშვნელოვანია თვალისთვის ფერების აღქმის თვალსაზრისით, რადგან ის ქმნის პიგმენტებს ანუ მოლეკულებს, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ღამით ხედვა და კონტრასტული ფერების გარჩევა. A ვიტამინის გარეშე გარკვეული ტიპის სიბრმავე ყალიბდება, რადგან სიბნელეში ხედვის უუნარობა დაბრკოლებას ნამდვილად ქმნის. მედიკოსები ამბობენ, რომ A ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რქოვანას დაცვაში, რაც თავის მხრივ ამცირებს კატარაქტას განვითარების რისკს. აღნიშნული დაავადება საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში, მაგალითად, ამერიკაში 80 წელს ზემოთ ასაკის მოხუცების ნახევარს კატარაქტა აღენიშნებათ. მხედველობის დაცვისთვის მნიშვნელოვანია ასევე თუთიის შემცველობის პროდუქნტებიც.

 

2. A ვიტამინი გვეხმარება იმუნური სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებაში

A ვიტამინი მნიშვნელოვანია ეპითელიუმისა და ლორწოვანი გარსის ქსოვილების ზრდის, შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის, რადგან ისინი ჩვენი ორგანოთა უმეტესი ნაწილის დამცავი ხაზს წარმოადგენს. A ვიტამინს ასევე აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას, ეს უკანასკნელი კი ხშირად იწვევს სიმსივნური, გულისა თუ ქრონიკული დაავადებების წარმოქმნას.  აღსანიშნავია, რომ თუ ამ ვიტამინის დეფიციტი არ აღენიშნება პაციენტს, საჭიროების გარეშე დამანამატების მიღება არაა რეკომენდირებული. მსოფლიოს ცნობილი დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ მცენარეული A ვიტამინით მდიდარი პროდუქტების ჩართვა კვებით რაციონში საუკეთესოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

 

3. A ვიტამინი აუმჯობესებს ორგანოთა მუშაობას

A ვიტამინი დიდ როლს თამაშობს გულის, ფილტვებისა და თირკმელების გამართულად ფუნქციონირებაში. იგი ხელს უწყობს ჯანმრთელი უჯრედებისა და ქსოვილების ზრდას. 2018 წელს „Nutrients“-ში გამოქვეყნებულმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ A ვიტამინი აუმჯობესებს ფილტვის ქსოვილების მომწიფებასა და განვითარებას, რაც ორგანოს უკეთესად ფუნქციონირების გარანტია. ამავე სტატიის მიხედვით, A ვიტამინის უკმარისობა იწვევს ფილტვის პრობლემებს, ასთმას და ისეთ რესპირატორიულ ინფექციებს, როგორიცაა პნევმონია, გრიპი და სხვა.

4. A ვიტამინის შემადგენელობის მქონე მედიკამენტებს იყებენებ აკნეს სამკურნალოდ

    ე.წ. რეტინოლი, რომელიც აფთიაქებში გამონაყარის საწინააღმდეგოდ ურეცეპტოთ გაიცემა, A ვიტამინის ერთ-ერთი სახეობა. აღნიშნულ პრეპარატს გააჩნია კანის ამქერცლავი ფუნქცია, იგი აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს მათ მაგივრად ჯანსაღი ელემენტების წარმოქმნას. რეტინოლი მცირე დოზით და ფრთხილად უნდა დავიტანოთ ადგილობრივად კანზე, რადგან ხშირად გვერდითი ეფექტებიდან გამომდინარე იწვევს ქავილს, სიწითლეს და სიმშრალეს. ამ გაღიზიანების შესამცირებლად რამდენიმე რეკომენდაცია არსებობს: უპირველესყოვლისა უმჯობესია რეტინოლის ერთი თხელი ფენის დატანა, ვიდრე მისი რამდენჯერმე წასმა სახის კანზე, ამასთანავე აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, მით უფრო თუ პაციენტი ბუნებრივადაა მიდრეკილი მზის დაზიანებისკენ.

 

5. Aვიტამინი ხელს უწყობს ორსულობის უკეთ წარმართვას

ორსულობის დროს მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის ვიტამინების მიღება, თუმცა A ვიტამინის შემთხვევაშიც არაა რეკომენდირებული შესაბამისი დოზების გადაჭარბება, რადგან ეს ყველაფერი იწვევს მრავალი სახის პათოლოგიას. 2010 წელს „New England Journal of Medicine“-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ ცხადყო, რომ A ვიტამინიორსულობისას ნაყოფისთვის ფილტვის გამართულად მუშაობას უწყობს ხელს და ეს „ეფექტი“ მშობიარობის შემდეგაც გრძელდება. მედიკოსები გვირჩევენ, რომ უმჯობესია A A ვიტამინი მივიღოთ ორგანული პროდუქტებიდან, თუმცა დანამატის ჩართვაც არ არის აკრძალული, მთავარია რეკომენდაცია გაიცეს მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.