«ხავერდოვანი» შიმშილი — იკლებთ წონაში და იჯანსაღებთ ორგანიზმს!

«ხავერდოვანი» შიმშილი — იკლებთ წონაში და იჯანსაღებთ ორგანიზმს!

20561 ნახვა
წონის დაკარგვა გვერდითი მოვლენების გარეშე!

 

უხარისხო პროდუქტი, კვების რეჟიმის დარღვევა, სტრესი - ეს მხოლოდ რამოდენიმე ფაქტორია, რომელბიც ახდენენ ჭარბი წონის პროვოცირებას. ამიტომ, წონის დაკლების პრობლემა ჩვენს რეალობაში ძალიან აქტუალურია. გთავაზობთ დიეტას, რომელიც წონაში დაკლების შესაძლებლობას და ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. აღნიშნული დიეტა შეიმუშავა დიეტოლოგმა ალფრედ აბდულბაროვიჩ ზიგანშინმა.

შიმშილობის დროს, ზიგანშინის მეთოდის მიხედვით საჭიროა გარგარის ჩირის ნაყენის და წყლის დალევა. უმჯობესია გამოხდილი სასმელი წყლის მიღება, ან უგაზო მინერალური წყლის გამოყენება. თავად მინერალური გაზიანი წყალი არ გამოდგება, რადგან მასში ბევრი მარილებია!

შიმშილით მკურნალობა
 

დღე 1:

5-7 ც გამხმარ გარგარს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და მთელი დღის მანძილზე სვით. დარჩენილი ნაყოფი, რომელიც უკვე წყლისგან დარბილებული უჯრედისია დღის ბოლოს მიირთვით. ჩირის ნაყენის პარალელურად, მთელი დღის მანძილზე დალიეთ წყალი. დღის მანძილზე მისაღები სითხის მთლიანი რაოდენობა შეადგენს – 2-3 ლ.

ორგანიზმის მიკროელემენტებით უზრუნველყოფის მიზნით მიიღება 1 ჩ. კ. ზღვის კომბოსტოს ფხვნილი. ასევე, მთელი დღის მანძილზე აუცილებელია ერთი კბილი ნიორის ნაწილ-ნაწილ შეჭმა, რომელიც კარგად უნდა დაიღეჭოს. საყლაპავში გადასული ნივრის ნაყოფი არის ანტიმიკრობული, მათ შორის ანთების და ჩირქოვანი პროცესის საწინააღმდეგო საშუალება.
 

დღე 2:
 

გააგრძელეთ ჩირის ნაყენის დალევა და დღის ბოლოს დამბალი ნაყოფის ჭამა. მე-2 დღეს, დიეტას ემატება 1 ც ფორთოხალი, რომელიც შეგიძიათ გადაანაწილოთ დღის მანძილზე და ისე მიირთვათ ან ერთიანად. არ დაგავიწყდეთ ნიორი და 1 ჩ. კ. ზღვის კომბოსტოს ფხვნილი. როგორც სხვა დღეებში, მეორე დღესაც საჭიროა დღის მანძილზე პარალელურად წყლის მიღება.
 

3 და 4 დღეები:
 

შიმშილობა მხოლოდ წყალზე (2,5- 3,5 ლიტრი დღეში)
 

დღე 5-14:


ციკლი მეორდება.
 

დღე 15-21:
 

შიმშილობის დღეები გამოირიცხება, ყოველდღიურად სვამთ ჩირის ნაყენს, დღის ბოლოს მიირთმევთ დამბალ ნაყოფს და 1 ც ფორთოხალს ამატებთ. კვირის ბოლოსთვის ნელ-ნელა ამატებთ თხელ ფაფას და მოხარშულ, გახეხილ ბოსტნეულს. ეს საკმარისია იმისათივს, რომ მომდევნო დღეებში ჩვეულებრივ კვებაზე გადახვიდეთ. მსგავსი მიდგომა დაგეხმარებათ შიმშილობიდან გამოხვიდეთ სტრესისა და ორგანიზმის დაძაბულობის გარეშე.
 

მნიშნვნელოვანია შიმშილობით მიღწეული ეფექტის შენარჩუნება, რაც შესაძლებელია სწორი კვების რეჟიმით. ძირითადად საჭიროა მარილის გამოყენება შეზღუდოთ, რომელიც მთელი რიგი დაავადებების პირობებში იწვევს ორგანიზმში სითხის დაკავებას და შეშუპებას. ამის პარალელურად, ასევე შეამცირეთ ტკბილი საკვების, საფუარით მომზადებული ცომეულის და ცხოველური ცხიმების მიღება.

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.