რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც არაფრის ეშინია. არსებობს რაიმე დაავადებების, ცხოველების, სიკვდილის, მარტოობის და სხვა ტიპის შიშები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სრულიად უწყინარი რაღაცეების ეშინიათ. ეს ადამიანები ყველას გიჟები ჰგონიათ, ზოგჯერ კი ჰგონიათ, რომ იგონებენ ამ შიშს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ისინი ნამდვილად იტანჯებიან ფობიებისგან.ამ სტატიაში გაგაცნობ 25 ყველაზე უცნაურ ფობიას, რომლებიც რეალურად არსებობენ და მიხვდები, რამდენად იტანჯებიან ამ ფობიებით დაავადებული ადამიანები:
გლობოფობია — ბუშტების გახეთქვის შიში.
ომბროფობია — წვიმის შიში.
ჯენიფობია — ნიკაპის შიში.
ტეტრაფობია — რიცხვი 4-ის შიში.
პოგონოფობია — წვერის შიში.
ჰიპოპოტომომონსტროსესკვიპპედალიოფობია — გრელი სიტყვების შიში.
ლიპოფობია — პროდუქტებში არსებული ცხიმების შიში.
ჯენუფობია — მუხლების შიში.
სანგუივოროფობია — ვამპირების შიში.
ერგოფობია — მუშაობის, რაიმეს კეთების შიში.
ვომიტოფობია (ემეტოფობია) — გულისრევის შიში.
არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის შიში.
ტრისკაიდეკაფობია — რიცხვი 13-ის შიში.
ნემოფობია — უტელეფონოდ და კავშირის გარეშე დარჩენის შიში.