ხვრინვა ზოგიერთი ადამიანისთვის ისეთივე პრობლემაა, როგორც ადრეულ ასაკში გამელოტება ან ღიპის წარმოქმნა, რომელიც ლუდის ხშირ სმასთანაა დაკავშირებული. ასევე, მან შეიძლება სირთულე წარმოუქმნას ადამიანს დაძინებასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ხვრინვა არის სიგნალი, რომ ჯანმრთელობისთვის ყურადღებაა მისაქცევი და უფრო მეტიც, შეიძლება ის იყოს აპნოე - დაავადება, როდესაც ტრაქეა არის ბლოკირებული და ტვინს არ მიეწოდება შესაბამისი რაოდენობის ჟანგბადი. როგორც რუბენ ნაიმანი, ძილის სპეციალისტი ,,მირავალ სპა“-დან აღნიშნავს (არიზონა), ექიმებისთვის ის ასოცირდება დიაბეტთან, ჭარბწონასთან, მეტაბოლურ სინდრომთან და გულის დაავადებებთან. შესაძლებელია იყოს კავშირი აპნოესა და დეპრესიას შორის.
ადამიანს, ვისაც ხვრინვა არ აწუხებს, ჟანგბადი შეუფერხებლად მიეწოდება სასუნთქი გზების მეშვეობით და არც არაფერი უშლის ხელს. სხვა შემთხვევაში ორგანიზმს თავად უწევს წინააღმდეგობის დაძლევა. ასეთ დროს კი კუნთები ვიბრირებს, ადამიანი გამოსცემს ხმებს.
ხშირად ალკოჰოლი, ასთმა, ალერგია, მოწევა (მათ შორის პასიურიც კი) იწვევს ღამით, ძილის დროს, ხმების გამოცემას ხვრინვის სახით.
დროდადრო ხვრინვა შესაძლებელია განსაკუთრებით საგანგაშო არც იყოს. ასეთი ადამიანებისთვის გამოიგონეს ელასტიკური დასაკრავი საშუალებები, რომელსაც ცხვირზე იკრავენ და აფართოვებენ სასუნთქ გზებს, ან ეცადე დაიძინო ზურგზე. ყბა წინ წამოიწევს მცირედ და სუნთქვაც უფრო გაიოლდება.
მიიჩნევა, რომ სიმძიმეების აწევა და ამ სპორტით გატაცება მართალია მუცელზე პრესის განვითარებას უწყობს ხელს, თუმცა ღამით, ძილის დროს ხვრინვის მაპროვოცირებელია.
ტვინისთვის არასაკმარისი რაოდენობის ჟანგბადის მიწოდება, ასევე, პრობლემას წარმოადგენს. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევები ცხადყოფს, უპირველესად ის უბნები ზიანდება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტყველებაზე, კოორდინაციასა და ემოციის გამოხატვაზე, მათ შორის ქრონიკული დაღლილობის სინდრომიც ხვრინვის შედეგია ხოლმე.
ხვრინვის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევა უკიდურეს ღონისძიებად შეიძლება მივიჩნიოთ. არსებობს, ასევე, სპეციალური ნიღაბი, დაახლოებით ისეთი, თვითმფრინავში რომ გვინახავს ექსტრემალურ სიტუაციებში გამოსაყენებლად. ეფექტური საშუალებაა, თუმცა შენს გვერდით მყოფ ადამიანს უნდა აუხსნა, რისთვის და რატომ გიკეთია ის.
არსებობს კიდევ სხვა საშუალებაც, როგორიცაა სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრა, მაგალითად პირის ჰარმონიკაზე დაკვრა, რაც დაგეხმარება ხვრინვისგან იოლად განკურნებაში.
ისე, როგორც წესი, როკ-ვარსკვლავებს არ აწუხებთ აპნოე...!
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა