როგორ უნდა მოიქცე, თუ შენს მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

როგორ უნდა მოიქცე, თუ შენს მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

4915 ნახვა
ცრემლსადენი გაზი ძლიერმოქმედი ქიმიური ნივთიერებაა, რომლის სიმპტომების გამოვლენაც კონტაქტიდან წამებში იწყება და დაახლოებით რამდენიმე საათი გრძელდება.

გთავაზობ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა მოიქცე, თუ კი შენს მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს:

  • თუ მოახერხებ, პირველ რიგში, სცადე სუნთქვის შეკავება და სასწრაფოდ უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლე.
     
  • თუ ვერ გაითვალისწინე წინა რჩევა მაშინ, აიღე მშრალი ხელსახოცი ან ცხვირსახოცი ან ნებისმიერი სხვა შემწოვი მატერია და დაასველე, შემდეგ მონაცვლეობით დაიდე-აიღე დაიდე-აიღე დაზიანებულ ადგილებზე. დაიმახსოვრე! არავითარ შემთხვევაში არ მოიწმინდო სახე და თვალებუ მთლიანად, რადგან ეს კიდევ უფრო გაგიღიზიანებს ისედაც დაზიანებულ ადგილებს.
     
  • არ გაახილო თვალების ძალით. უმჯობესია ხშირ-ხშირად ახამხამო, რაც ცრელმდენას გამოიწვევს და ეს ნივთიერებაც ნელ-ნელა ჩამოირეცხება.
     
  • თუ კი ახლოს მაღაზიაა მოძებნე: რძე, წყალი, სოდა და სახე და თვალები ჩამოიბანე: ჯერ რძით, შემდეგ კი სოდიანი წყლით (15-20 გრამი სოდა | წყლის 1 ბოთლში)
     
  • ყველაფერი სცადე და მაინც ვერაფერი გშველის? ან უბრალოდ ვერც ერთის გაკეთებას ახერხებ? მაშინ აუცილებლად მიდი - ოფთალმოლოგთან!

    დაიმახსოვრე! კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში სუფთა ხელებით მოიხსენი ისინი და გადააგდე, მათი ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია.

     

ფოტოს ავტორი: თორნიკე დავითაძე
 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.