ნიშნავს თუ არა ეპილეფსიის ერთჯერადი შეტევა, დაავადების დადასტურებას?

ნიშნავს თუ არა ეპილეფსიის ერთჯერადი შეტევა, დაავადების დადასტურებას?

7668 ნახვა

 

ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა, როდესაც ტვინის აქტივობა ხდება პათოლოგიური, რაც იწვევს კრუნჩხვებს, სხვა უჩვეულო ქცევითა და შეგრძნებით გამოვლინებებს და ცნობიერების დაკარგვას. ეპილეფსია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი რასის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესისა თუ ასაკის ადამიანებში. კრუნჩხვის სიმპტომები მრავალფეროვანია: ეპილეფსიით დაავადებული ზოგიერთი პაციენტი უბრალოდ რამდენიმე წამით შეშდება, სხვები არაბუნებრივად ამოძრავებენ ხელისა და ფეხის კიდრუებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ერთჯერადი შეტევა არ ნიშნავს ეპილეფსიას, ამ დაავადების დასადასტურებლად რამდენიმე არაპროვოცირებული კრუნჩხვაა საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობისა ან ქირურგიული ჩარევის შემდგომ შესაძლებელია შეტევების მართვა, სხვა პაციენტებს კი მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ კრუნჩხვების ატანა. აღსანიშნავია, რომ ეპილეფსიის მქონე ზოგიერთი მოზარდი ასაკის მატებასთან ერთად იკურნება.

 

 

სიმპტომები

იმის გამო, რომ ეპილეფსია გამოწვეულია ტვინში არაბუნებრივი აქტივობით, კრუნჩხვებს სხეულის ნებისმიერი ორგანოს მუშაობაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. კრუნჩხვის ნიშნები და სიმპტომებია:

  • დროებითი დაბნეულობა
  • თვალის გაშტერება
  • ხელებისა და ფეხების უკონტროლო მოძრაობა
  • შიში, შფოთვა, დეჟავუს გრძნობა
  • ცნობიერების დაკარგვა

ეპილეფსიის სიმპტომები განსხვავდება კრუნჩხვის სხვადასხვა ტიპის მიხედვით. უმეტესად პაციენტს ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ტიპის შეტევები აქვს, ამიტომ სიმპტომებიც კრუნჩხვიდან კრუნჩხვამდე მსგავსია.

 

ექიმები ტვინის პათოლოგიური მოქმედების დაწყების მიხედვით განასხვავებენ ფოკალურ და განზოგადებულ კრუნჩხვებს.

 

ფოკალური კრუნჩხვები

როცა კრუნჩხვები თქვენი ტვინის მხოლოდ ერთი უბნის პათოლოგიურ აქტივობას იწვევს, მას ნაწილობრივ კრუნჩხვებს უწოდებენ. მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე პროფესიონალთან კონსულტაციის გავლა, რადგან ფოკუსური კრუნჩხვების სიმპტომები შესაძლოა აღერული იყოს სხვა ნერვოლოგიურ დაავადებათა ნიშნებში. კრუნჩხვათა ეს ტიპიც თავისმხრივ იყოფა ორ კატეგორიად.

  • ფოკალური კრუნჩხვები გონების დაკარგვის გარეშე

კრუნჩხვები, რომელიც გონების დაკარგვას არ იწვევს ნაწილობრივ კრუნჩხვებს უწოდებენ. ასეთ დროს პაციენტს ეცვლება ემოციები, სუნის და გემოს შეგრძნებები. ამასთანავე ზოგიერთი ადამიანის კიდურები უკონტროლოდ მოძრაობს, ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევაც.

  • ფოკალური კრუნჩხვები აღქმითი უნარების დაქვეითებით

რთული ნაწილობრივი კრუჩხვის დროს დაავადებული ერთ შორეულ წერტილს აშტერდება და კარგავს რეალური სამყაროს აღქმას, თუმცა სხეული ამ დროს ასრულებს ფიზიკურ მოძრაობებს: ღეჭვა, ყლაპვა, წრეზე სიარული და ა.შ.

გენერალიზებული კრუნჩხვები

კრუნჩხვები, რომლებიც თავის ტვინის ყველა უბანს მოიცავს გენერალიზებული კრუნჩხვები ეწოდება. განასხვავებენ ექვსი ტიპის გამოვლინებას:

  • არარსებობის კრუნჩხვები

ადრეული სახელწოდებით, ფრანგულად „Petit Mal“ კრუნჩხვებიანუ „წვრილმანი კრუნჩხვები“ ხშირად გვხვდება ბავშვებში, რომელთაც ახასიათებთ თვალის „ათამაშება“ ან ტუჩები „დაბჟენა“. ასეთ დროს ცნობიერება მცირე დროით იკარგება.

  • მატონიზირებული კრუნჩხვები

ამ ტიპის კრუნჩხვები იწვევს კუნთების გამკვრივებას, ჩვეულებრივ ზურგის, ხელებისა და ფეხების ზონებზე, რამაც შესაძლოა დაცემაც კი გამოიწვიოს.

  • ანოტიური კრუნჩხვები

ასეთ დროს შეტევა იწვევს კუნთის კონტროლის დაკარგვა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოულოდნელი დაცემა.

  • კლონური კრუნჩხვები

კლონური კრუნჩხვები ასოცირდება განმეორებით ან რიტმულად კუნთების მოძრაობის განძელებასთან. აღნიშნული ტიპის შეტევა ჩვეულებრივ აისახება კისერზე, სახესა და მკლავებზე.

  • მიოკლონური კრუნჩხვები

ასეთ დროს ჩვეულებრივ ბუჟდება და იკრუნჩხება სხეულის კიდურები

  • ტონურ-კლონური კრუნჩხვები

ტონრუ-კლონური კრუნჩხვები გულყრათა ყველაზე რთული ტიპია და შესაძლოა გამოიწვიოს გონების დაკარგვა, სხეულის გამკვრივება ან კანკალი, შარდის შეუკავლობა და ენის დაკბენაც კი.

 

 

მიზეზები

ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი ამ დაავადების მქონე ადამიანთა ნახევარზე მეტში იდენტიფიცირებული არ არის. მდგომარეობა შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორიდან იყოს განპირობებული:

  • გენეტიკური გავლენა

გარკვეულ შემთხვევებში მნიშვნელოვანია ოჯახური ისტორია აღნიშნული დაავადების მიმართ. გარკვეულმა გენებმა შესაძლოა ადამიანი უფრო მგრძნობიარე გახადოს იმ გარემოპირობების მიმართ, რომლებიც კრუნჩხვებს იწვევს.

  • თავის ტრავმა

თავის ტრავმამ ავტოსაგზაო შემთხვევისას შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩხვა

  • ტვინის მდგომარეობა

თავის ტვინის სიმსივნე ან ინსულტი, რომელიც ხშირია 35 წელს გადაცილებულ პაციენტებში, იწვევს ეპილეფსიურ კრუნჩხვებს

  • ინფექციური დაავადებები

ინფექციური დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი, შიდსი და ვირუსული ენცეფალიტი ზოგჯერ იწვევს ეპილეფსიას.

  • პრენატალური დაზიანება

დაბადებამდე ჩვილები მგრძნობიარენი არიან თავის ტვინის დაზიანების მიმართ, რაც შეიძლება გამწვეული იყოთ დედის ორგანიზმში შემოჭრილი ინფექციით, ცუდი კვებით ან ჟანგაბის უკმარისობით. ტვინის აღნიშნული დაზიანება ხშირ შემტხვევაში იწვევს ეპილეფსიას ან ცერებრალურ დამბლას.

  • განვითარების დარღვევები

ეპილეფსია ზოგჯერ ასოცირებულია აუტიზმსა და ნეიროფიბრომატოზთან

 

 

როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს დაუყოვნებლივ?

  • შეტევა 5 წუთზე მეტი გაგრძელდა
  • სუნთქვის ტემპი არ უბრუნდება შეტევის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს
  • მეორე შეტევა მალევე იწყება
  • მაღალი სიცხე გაქვთ
  • ორსულად ხართ
  • დიაბეტი გაქვთ
  • დაშავდით კრუნჩხვის დროს
  • პირველად გაქვთ გულყრა
დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.