ნიღაბი 10 წლით გაახალგაზრდავებისთვის!
იაპონელი ქალები ყოველთვის ახალგაზრდებად და ლამაზებად ითვლებიან, ასაკშიც კი. ამის მიზეზი არის სახის კანის მოვლის საიდუმლო, რომელიც ბრინჯის სასარგებლო თვისებებში იმალება. ბრინჯი შეიცავს ჯანსაღ მკვებამ ნივთიერებებს, როგორიცაა ლინოლის მჟავა, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც თავის მხრიმ ამცირებს და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრინჯი სახის კანის მოვლის სასწაულმოქმედი საშუალებაა. სცადეთ ეს თვითნაკეთი ნიღაბი და თავად დარწმუნდით. ეს ძველი იაპონური რეცეპტი გაასწორებს ნაოჭებს და გაგიახალგაზრდავებთ კანს როგორც მინიმუმ 10 წლით.
ექსპერტები ამბობენ, რომ არსებობს უამრავი რამ, რაც აჩქარებს დაბერების პროცესს და ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს, ასეთია მაგალითად: მზე, კოსმეტიკური საშუალებების ჭარბი გამოყენება, ცუდი და არასწორი კვება, ჰორმონალური ცვლილებები და ბევრი სხვა ფაქტორი, რაც ძირითადი მიზეზია იმისა, რომ კანი ელასტიურობას კარგავს. მაშ ასე, ჩვენი რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ შეწყვიტოთ ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები და მათ ნაცვლად სცადოთ ბუნებრივი ალტერნატივა. ბრინჯის ნიღაბის მომზადება ძალიან მარტივია. თქვენ უნდა მიყვეთ მარტივ ინსტრუქციას და დაიცვათ მისი მომზადების წესები:
საჭირო ინგრედიენტები:
1 ს.კ. თაფლი
3 ს.კ. ბრინჯი
1 ს.კ. რძე
მომზადების წესი:
ქვაბში მოათავსეთ ბრინჯი, წყალი დაასხით იმდენი, რომ დაიფაროს, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 3 წუთი. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ და გადაწურეთ. წვენი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, ხოლო ბრინჯს დაუმატეთ თბილი რძე და თაფლი. კარგად აურიეთ.
გამოყენების წესი
კარგად დაიბანეთ სახე. მომზადებული მასა შეიზილეთ ნელი წრიული მოძრაობის სახის კანში. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი უნდა გამოიყენოთ კვირაში ერთხელ. შედეგით გაოცებული დარჩებით!
დატოვეთ კომენტარი