მკურანლობა საზღვარგარეთ - სამედიცინო ტურიზმი

მკურანლობა საზღვარგარეთ - სამედიცინო ტურიზმი

16679 ნახვა
სამედიცინო ტურიზმი – ეს არის საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მისაღებად წასვლა. დღეისათვის სამედიცინო ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება, რამდენადაც სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს სამედიცინო დახმარების მიღებას მსოფლიოს კვალიფიციური სპეციალისტებისგან მკურნალობის საერთაშორისო პროტოკოლის თანახმად.

 

სამწუხაროდ, მედიცინა განვითარებად და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძალიან ნელა ვითარდება, მაშინ, როცა ისრაელში, გერმანიაში, თურქეთში, კორეაში, ინდოეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში მედიცინას უდიდესი ყურადღება ეთმობა. პაციენტების საერთაშორისო მხარდაჭერის ცენტრ ბუკიმედ-ის საიტზე, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ პაციენტების გამოხმაურებებს კონკრეტული კლინიკების შესახებ და მთლიანობაში სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით.

 

საზღვარგარეთ მკურნალობა უკვე ფუფუნებას აღარ წარმოადგენს, ახლა ეს უკვე არის თანამედროვე ადამიანების რაციონალური არჩევანი. თუმცა, სამედიცინო მომსახურებების ბაზრის განვითარებასთან ერთად, რთული გახდა შეთავაზებების გრძელ ჩამონათვალში არჩევანის გაკეთება. ამიტომ, ისეთი საპასუხისმგებლო მომენტის მინდობა, როგორიცაა უცხოური კლინიკისა და ექიმის შერჩევა, სჯობს მიანდოთ  მხარდაჭერის სპეციალიზირებულ ცენტრს, რომელიც მოახდენს თქვეთვის საზღვარგარეთ მურნალობის ორგანიზებას. ვებ-გვერდი Tsamali.ge სრულიად უფასოდ სთავაზობს მხარდაჭერას პაციენტებს ყველა ეტაპზე - დაწყებული კლინიკის და ექიმის შერჩევით, პაციენტის სახლში დაბრუნებით დამთავრებული. ჩვენი კოორდინატორები მზად არიან გიპასუხონ თქვნთვის მოსახერხებელ დროს.


საზღვარგარეთ მკურნალობის უპირატესობები:
 

  • - მკურნალობის საუკეთესო ვარიანტის შერჩევის შესაძლებლობა
  • - მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკა
  • - გაწეული სამედიცინო დახმარების მაღალი ხარისხი
  • - ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პროტოკოლების გამოყენება
  • - მსოფლიში სახელგანთქმული ტოპ-სპეციალისტებისგან მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა

სამედიცინო ტურიზმის სახეობები


სამედიცინო ტურები შეიძლება დავყოთ 4 ჯგუფად:


დიაგნოსტიკა

 

აღნიშნული მიმართულების პოპულარობა განპირობებულია უცხოურ კლინიკებში ბოლო თაობის მაღალი სიზუსტის მქონე სადიაგნოსტიკო მოწყობილობების არსებობით. მაგალითად, პეტ / კტ აპარატი, რომელიც ისრაელის ან გერმანიის ნებისმიერ კლინიკაშია, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში იშვიათობას წარმოადგენს. საზღვარგარეთული სამედიცინო ცენტრების კარგი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა ჩატარდეს როგორც ჩვეულებრივი შემოწმება, ე.წ. Check-up-ი, ასევე ურთულესი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა 1-3 დღის განმავლობაში.

 

მკურნალობა
 

ისეთი პოპულარული მიმართულებები, როგორიცაა მაგალითად ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, ორთოპედია, ნეიროქირურგია ან ხელოვნური განაყოფიერება (ეკგ - ექსტრაკორპორალური განაყოფიერება) - სამედიცინო ტურიზმში ტოპ-მიმართულებებია. ეს განპირობებულია იმით, რომ წამყვან ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებობს უახლესი პროტოკოლები, რომლებიც ეფუძნება ყველაზე ქმედით და ფრთხილ მეთოდებს. გარდა ამისა, საზღვარგარეთულ კლინიკებს შეუძლიათ დაიტრაბახონ სტატისტიკით და საუკეთესო ექიმებით, რომლებიც მათ გუნდში მუშაობენ. Tsamali.ge-ს შეუძლია თქვენთვის შეარჩიოს საუკეთესო არჩევანი საერთაშორისო კლინიკებს შორის კონკრეტულად თქვენი შემთხვევისთვის.  


რეაბილიტაცია
 

სარეაბილიტაციო ცენტრები უცხოეთში იყენებენ რეაბილიტაციის როგორც ტრადიციულ (ბობატის მეთოდი, ვოიტა-თერაპია და სხვა.), ისე რობოტიზირებულ ტექნოლოგიებს, რაც უნარშეზღუდული პაციენტების ფეხზე დაყენების საშუალებასაც კი იძლევა.


ესთეტიკური მედიცინა
 

ჩვეულებრივ შეიძლება შეუთავსდეს მივლინებას. ის მოიცავს სტომატოლოგიურ მომსახურებებს, ბარიატრიას და პლასტიკურ ქირურგიას, ასევე საერთო გამაჯანსაღებელ პროცედურებს და კოსმეტიკურ მოვლას.

 

ქვეყნები:

 

ისრაელი

ის პოპულარულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. ამ ქვეყნის ერთ-ერთი სამედიცინო მიმართულებაა - ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. ისრაელი სახელგანთქმულია მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკით, იმუნოთერაპიით და უზუსტესი ოპერაციებით.

გარდა ამისა, ისრაელში მიმდინარეობს ახალი თაობის პრეპარატების უნიკალური სამეცნიერო კვლევები და კლინიკური ცდები.

 

გერმანია

 

ჯანდაცვის საერთაშორისო სისტემაში გერმანიას მე-4 ადგილი უჭირავს. ბევრი გერმანული სამედიცინო ცენტრი მუშაობს საუნივერსიტეტო ბაზაზე, რომლებიც ახდენენ მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას. ეს ინოვაციების სწრაფად დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. გერმანიის კლინიკების თავისებურებას წარმოადგენს კლინიკის ანგარიშზე დეპოზიტის შეტანის აუცილებლობა. სამედიცინო სეგმენტში ქვეყნის საფასო პოლიტიკა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში, თუმცა, გაცილებით დაბალია, ვიდრე აშშ-ში.

 

თურქეთი

 

სამედიცინო ტურიზმი თურქეთში სულ უფრო პოპულარული ხდება. უმეტესწილად ეს ხდება ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების ჩატარების და ასევე მედიცინაში და სამეცნიერო კვლევებში ჩადებული ინვესტიციების წყალობით. თურქული მედიცინის თავისებურებას წარმოადგენს: უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მკურნალობის შემდეგ სრულფასოვანი დასვენების საშუალებას იძლევა და კონკურენტუნარიანი ფასები. ამასთან, თურქეთში არსებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის არაფრით არ ჩამოუვარდება გერმანიას ან ისრაელს, რამდენადაც თურქი ექიმები სტაჟირებას გერმანულ, აშშ-ს და სამედიცინო სფეროს სხვა ლიდერ კლინიკებში გადიან. თურქეთში სამედიცინო მომსახურების მიღება ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-ს მოქალაქეებში, რომლებიც ესთეტიკური მედიცინის მხრივ ღირსეულ ალტერნატივას ეძებენ.


ესპანეთი

 

ესპანეთი ღირსეულად ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მკურნალობა. ანტონიო დე ლასი ფორტუნი – ცნობილი ესპანელი ონკოქირურგია, რომელიც იმ ქირურგიული მეთოდების ნოვატორი და ავტორია, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით კნტ (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) ქირურგიის ოქროს სტანდარტები გახდა. გარდა ამისა, ესპანელმა ექიმებმა მიიღეს მაღალი მაჩვენებლები მედიცინის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კიბო, გაცხიმოვნების ქირურგიულ მკურნალობაში, ნეიროქირურგია და ესთეტიკური მედიცინა.

 

იტალია

 

ყველაზე ძლიერი მიმართულებები იტალიაში – კარდიოლოგია და ორთოპედიაა. თითქმის ყველა იტალიურ კლინიკაში არის კარდიოლოგიური განყოფილება, რომელიც სპეციალიზირებულია კონკრეტულ პროცედურაზე ან ოპერაციაზე. იტალიურ კლინიკებში ყველაზე დაბალი ფასებია, ხოლო გერმანიასა და ისრაელთან შედარებით გაცილებით დაბალი. ამ ქვეყნის თავისებურებას წარმოადგენს სპა-კურორტების, მინერალური წყელბისა და სამკურნალო ტალახების სიმრავლე, რაც დადებითად აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე რეაბილიტაციის პერიოდში.

 

რა ღირს tsamali.ge-ს მომსახურება?

 

პაციენტი არაფერს არ იხდის ცენტრის მომსახურებაში. ყველა ანგარიშსწორება ხდება კლინიკაში, წინასწარ დადგენილი ფასის შესაბამისად.
ჩვენი მომსახურება არ აძვირებს თქვენს მკურნალობას. შესაბამისად ჩვენი მომსახურება არის უფასო!

 

სად ცხოვრობენ პაციენტი და მისი თანხმლები პირები მკურნალობის პერიოდში?

 

ყველა საერთაშორისო კლინიკა პაციენტებს სთავაზობს საცხოვრებელს. შესაძლებელია როგორც სტაციონარი, ასევე სასტუმროში ცხოვრება:

-პაციენტის განთავსება პალატაში თანმხლებ პირთან ერთად;

-პაციენტი ცხოვრობს პალატაში, ხოლო თანმხლები პირი კლინიკის ბაზაზე არსებულ სასტუმრო ნომერში;

-კლინიკაში ჩასვლამდე თქვენთვის და თქვენი თანხმლები პირისთვის ხდება ნომრების დაჯავშნა უახლოეს სატუმროში.

 

მოქმედებს თუ არა საზღვარგარეთის კლინიკებში ჩასული უცხოელი პაციენტებისთვის ტრანსფერი?

 

კლინიკების უმეტესობა, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ხვდება ჩასულ პაციენტებს აეროპორტში და ახორციელებს მათ ტრანსფერს კლინიკაში ან სასტუმროში.

 

როგორ უნდა გადაწყდეს ენობრივი ბარიერი უცხოურ კლინიკაში ჩასვლისას?

 

ბევრ უცხოურ სამედიცინო ცენტრს ჰყავს რუსულენოვანი პერსონალი. კლინიკებში ასევე მუშაობენ თარჯიმნები, რომლებთან ერთადაც თქვენ გექნებათ ექიმთან ვიზიტი და გაივლით პროცედურებს.

 

შეუძლია თუ არა კლინიკას ანგარიშში ფასის გაზრდა?

 

დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია გაუთვალისწინებელი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, რომელთან განხილვა და შეთანხმება ხდება წინასწარ.

tsamali.ge არის კლინიკასთან კეთილსინდისიერი ურთიერთობების გარანტი და სრულიად უფასოდ ამოწმებს თქვენი ჩეკის შესაბამისობას წარმოდგენილ სამედიცინო მომსახურებებთან მიმართებაში. 

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

 

მკურნალობა საზღვარგარეთ, სამედიცინო ტურიზმი, უცხოეთის კლინიკები.

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.