მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდს კიდევ ერთი მაღალკვალიფიციური ონკოლოგი, აბდომინური ქირურგი და ლაპარასკოპისტი, ბატონი ემზარ ნადირაძე შეუერთდა.
ბატონ ემზარს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავლილი აქვს გერმანიისა და სამხრეთ კორეის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.დღემდე მოღვაწეობს ყაზახეთის მრავალპროფილურ კლინ
იკაში ონკო-ქირურგად, სადაც სტაციონარულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ "მარდალეიშვილის სამედიცoნო ცენტრში" კუჭ-ნაწლავის ქირურგიული დაავადების მკურნალობა ტარდება, როგორც ტრადიციული ღია მეთოდით, ასევე მინიმალურად ინვაზიურ-ლაპაროსკოპული მეთოდით. ჩვენს კლინიკაში კუჭ-ნაწლავის ონკოქირურგიული დაავადების მკურნალობა ხდება თანამედროვე და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით (ძირითადად NCCN გაიდლაინების შესაბამისად). კლინიკის აბდომინური განყოფილება აღჭურვილია OLYMPUS-ის ბრენდის მაღალტექნოლოგიური ლაპარასკოპიული აპარატურით.
ასევე იხილეთ:
ემზარ ნადირაძის პროფილი
ან
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი