ჯანსაღი ცხოვრების 18 წესი სტივ ჯობსის პირადი ექიმისგან

ჯანსაღი ცხოვრების 18 წესი სტივ ჯობსის პირადი ექიმისგან

27758 ნახვა
ექიმი, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პოპულარიზაციას და წარმოადგენდა მსოფლიოში ცნობილი ადამიანის, სტივ ჯობსის პირად ექიმს - დევიდ აგუსი გვთავაზობს გასათვალისწინებელ რჩევებს, რომელიც უნდა გვახსოვდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმისთვის, რომ მუდამ კარგ ფორმაში და ამაღლებულ განწყობაზე ვიყოთ.

1. შევამციროთ კოფეინი. მაქსიმუმ დღეში ერთხელ ან ორჯერ ჭიქა ყავა საკმარისია განწყობის ასამაღლებად. დოზის გადამეტებამ შესაძლოა უკუეფექტიც კი გამოიწვიოს. შესაბამისად, კოფეინის დღიური დოზის დარეგულირება თავადაც შეგიძლიათ.

2. ხშირად გაიღიმეთ, ის ხომ უფასოა და ამავდროულად, დადებითად განაწყობს თქვენ მიმართ უცხო ადამიანებს და გეხმარებათ როგორც საქმეში, ასევე, პირად ცხოვრებაში. ამასთან, ღიმილი ხელს უწყობს ტვინში ენდორფინებისა და სეროტონინის გამოყოფას, რომლებსაც ბედნიერების ჰორმონებსაც უწოდებენ ხოლმე.

3. ნუ დაიტანჯებით ფიტნეს - კლუბებში სიარულით და დამქანცველი ტრენაჟორებით. უმჯობესია, ბევრი იაროთ ფეხით სუფთა ჰაერზე. თუნდაც ხშირად ადით და ჩადით კიბეებზე და ესეც თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება. შეგიძლიათ დღეში 15 წუთით დაიტვირთოთ და ნელ-ნელა გაზარდოთ დატვირთვა.

4. ხშირად მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს, თქვენს მაჯისცემას, წნევას. იმეგობრეთ თქვენს სხეულთან, რაც თქვენს გულს სწადია, დაკავდით იმ ფიზიკური აქტივობით და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა მეტი აქტიურობით.

5. განიტვირთეთ და კვების რაციონში ჩართეთ თევზი. ასევე, არასოდეს გამოტოვეთ კვება დღის მანძილზე, ის თქვენთვის ერთგვარი საწვავით არის, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ჩართეთ მეტი წითელი თევზი თქვენს კვებაში, როგორიცაა მაგალითად: სიომგა

6. უარს ნუ იტყვით სადილად ერთ ჭიქა ღვინოზე. ის დაგაზღვევთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან და პრევენციულ ხასიათს ატარებს.

7. კვირაში რამდენჯერმე მიიღეთ ასპირინი, განსაკუთრებით სასარგებლოა საბავშვო ასპირინის მიღება, რაც ხანდაზმულ ასაკში თავიდან აგარიდებთ ინსულტსა და ინფარქტს, ასევე, მას კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

9. დაიცავით ჰიგიენის წესები, რაც მხოლოდ სისუფთავეს არ გულისხმობს, გაანიავეთ ოთახები, გამოცვალეთ საწოლის თეთრეული და მეტი სუფთა ჰაერი და მზის სხივები თქვენს საცხოვრებელ ოთახში.

10. ყოველთვის ისაუზმეთ, რაც არ უნდა გეჩქარებოდეთ.

11. ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი და ქალბატონებმა უარი თქვით მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე თქვენს ყოველდღიურობაში, მათი ხშირი ტარება საზიანოა თქვენი ფეხების ჯანმრთელობისთვის.

12. იყოლიეთ შინაური ცხოველ(ებ)ი, თუნდაც ძაღლი, რომელიც დილას ,,გაიძულებთ“, მეტი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.

12. უარი თქვით ვიტამინებსა და საკვებ დანამატებზე. ამის ნაცვლად, იკვებეთ ჯანსაღად და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებები მიიღეთ საკვების მეშვეობით. დიდად სასარგებლო ვიტამინები მაინც არ არის.

13. იკვებეთ ჯანსაღად: მეტი ბოსტნეული, მეტი სუფთა წყალი, სალათები, თევზი. მოერიდეთ ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქტებს, სწრაფ კვებას ქალაქებში.

14. წვენზე უარი თქვით, რომელიც იყიდება მაღაზიებში. მათ ნაცვლად შეგიძლიათ თავად დაწუროთ და მიიღოთ ფორთოხლის ან სასურველი ხილის წვენი.

15. იყავით პოზიტიურები მუდამ.

16. დამწვრობას მოერიდეთ და დიდხანს ნუ გაჩერდებით მზის ქვეშ.

17. ფრთხილად დასხივებასთან, განსაკუთრებით აეროპორტებში, რენტგენთან.

18. მიმართეთ მედიტაციას. თუ მოგიხერხდებათ სამუშაო ადგილასაც კი. 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.