ინტიმური ზონა

ინტიმური ზონა

27196 ნახვა
58 რამ სექსის შესახებ, რაც უნდა მოუყვეთ გოგონებს 



სექსის თემა გოგონებისთვის შედარებით უფრო რთულია, ვიდრე ბიჭებისთვის და ალბათ ამას ყველა დაეთანხმება. ძალადობის, ადრეული ფეხმძიმობის, ფიზიკური და მორალური ტრავმის მიღების საშიშროება, რთული ინფექციებით დაავადება, უაზრო სტერეოტიპები და ცდუნებები - ყველაფერი ეს ახალგაზრდა გოგონებში უდიდეს პრობლემას წარმოადგენს და მთელი ცხოვრება სათრევ ტვირთად იქცევა ხოლმე.


რატომღაც ყველა თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გოგონებს არ სჭირდება რჩევა-დარიგება, რის შედეგადაც ყოველი მათგანი იღებს საკუთარ მწარე გამოცდილებას.



იმედია მომავალი თაობის გოგონები უფრო გათვითცნობიერებულები იქნებიან სქესობრივი თანაცხოვრების წესებში და თუ გოგონა გყავთ, აუცილებლად ესაუბრეთ მას ქვემოთ მოყვანილი საკითხების შესახებ: 


1. არ ღირს სექსმისადმი შიშის ქონა.


2. თუ შიში გაქვს, ეს ნორმალურია.


3. ნუ დაიჯერებ იმას, რასაც სექსის შესახებ ბიჭები გეუბნებიან. შენ არაფერი იცი მათი მოტივების, გამოცდილების, მსოფლმხედველობისა და აზროვნების შესახებ, ამიტომ სხვების სიტყვებს ყოველთვის არ უნდა ენდო.


4. ნუ დაიჯერებ იმას, რასაც სექსზე გოგონები გეუბნებიან. შენ არაფერი იცი მათი მოტივების, გამოცდილების, მსოფლმხედველობისა და აზროვნების შესახებ, ამიტომ სხვების სიტყვებს ყოველთვის არ უნდა ენდო.


5. შენ შეგიძლია დაეყრდნო ცოდნას, რომელსაც გაძლევენ მშობლები და სპეციალიზირებული ლიტერატურა, რის შემდეგაც თავად შეძლებ განსაზღვრო რა არის შენთვის სექსი. 


6. გაიგე მეტი სექსის შესახებ. წაიკითხე სამედიცინო ლიტერატურა და ასევე მხატვრული ლიტერატურა, დაინტერესდი სხვა საზოგადოების კულტურით სქესობრივ ურთიერთბებზე. რაც უფრო ფართე ცოდნა გექნება, მით უფრო სწორი და ობიექტური აზრის ფორმირებას შეძლებ. 


7. აუცილებლად დასვი ის შეკითხვები, რომლებიც გაწუხებს. თუ დედისთვის ან მეგობრისთვის ამ შეკითხვის დასმა გერიდება, დაუკავშირდი ქალთა კონსულტაციას ან ფსიქოლოგს.


8. სექსუალური პარტნიორების “სწორი” რაოდენობა არ არსებობს.


9. შენ არ ხარ ვალდებული ქორწინებამდე მოიცადო.


10. შენ გაქვს უფლება მოიცადო ქორწინებამდე. ეს შენზეა დამოკიდებული და შენი გადასაწყვეტია. არავის აქვს უფლება გავლენა იქონიოს შენზე.


11. პირველი სექსუალური კონტაქტის დრო არის მაშინ, როცა შენ იგრძნობ, რომ ეს შესაფერისი დროა. 


12. თუ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს იყო შეუფერებელი დრო ან შეუფერებელი ადამიანი - ყველაფერი რიგზეა. არავის აქვს უფლება ამის გამო გაგასამართლოს. 


13. რაიმე გადაიფიქრო – ეს სრულიად ნორმალურია.


14. გადაიფირქო და უარი თქვა ბოლო მომენტში – ესეც სრულიად ნორმალურია.


15. არავის აქვს უფლება გაიძულოს აკეთო ის, რაც შენ არ გინდა.


16. ნუ აურევ სექსს და სურვილს სიყვარულში.


17. ნუ აურევ შენი პერსონისადმი ყურადღებას სიყვარულში.


18. ყურადღებისა და სექსის სურვილი – ნორმალურია.


19. შენი თვითშეფასება და თვითპატივისცემა არ უნდა იყოს დამოკიდებული მიღებულ ყურადღებასა და სექსზე.


20. მე მეყვარები იმისდა მიუხედავად, თუ რომელ სექსუალური ორიენტაციას აირჩევ. 


21. ნუ გამოიყენებ საკუთრ სქესობრივ კუთვნილებას იმისთვის, რომ ვინმეს ემოციური, ფიზიკური ან მატერიალური ტრავმა მიაყენო (ნუ მოიხიბლები შოვინიზმით ან ფემინიზმით, უბრალოდ პატივი ეცი გარშემო მყოფი ადამიანების შეხედულებებს).


22. შენი შეხედულებები და არჩევანი სექსის შესახებ - გეკუთვნის მხოლოდ შენ. ნუ მოახვევ მათ თავს სხვებს. 


23. ნუ მისცემ სხვებს იმის უფლებას, რომ თავს მოგახვიონ საკუთარი აზრი და უპატივცემულობა გამოიჩინონ შენი არჩევანის მიმართ.


24. შენ თანატოლებზე ადრე სექსის ქონა – ნორმალურია.


25. შენს თანატოლებზე გვიან სექსის ქონაც – ნორმალურია.


26. საკუთარ სექსუალურ კმაყოფილებაზე გაიგე მანამ, სანამ პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭებას ისწავლი.


27. მასტურბაცია – ეს ნორმალურია.


28. მასტურბაციის არარსებობა – ეს არანორმალურია.


29. ექსპერიმეტების ჩატარება შეიძლება.


30. პირველ ადგილზე ყოველთვის უნდა იყიოს შენი პირადი უსაფრთხოება.


31. ქალები არ არიან დამნაშავეები სექსუალურ ძალადობაში. ნუ მისცემ სხვებს იმის უფლებას, რომ საპირისპირო აზრში დაგარწმუნონ.


32. თუ ვინმემ ტრავმა მოგაყენა, გაწყენინა, გეჩხუბა - გახსოვდეს, რომ შენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც შენი დახმარება უნდათ. შენ მარტო არ ხარ.


33. ზოგჯერ სექსი არის წარუმატებელი ან ცუდი.


34. ზოგჯერ სექსი არის უხერხული.


35. ზოგჯერ სექსი არის მოულოდნელი.


36. არსებობს პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე, იმაზე, რასაც აკეთებ და საკუთარ შეცდომებზე. 


37. სექსი შეიძლება გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ შენზე განხორციელდეს ზეწოლა ან დაგამცირონ. 


38. სექსი შეიძლება დაგეხმაროს გახსნაში, მეტი თავდაჯერებულობის ქონაში და თავი სასურველ ქალად გაგრძნობინოს. 


39. არ არსებობს ისეთი ვითარება, როცა შენ იძულებული ხარ საწოლში რამე აკეთო მხოლოდ იმიტომ, რომ გთხოვეს. 


40. არ არსებობს ისეთი ვითარება, რომლის დროსაც შენი სექსუალური შესაძლებლობების გამოვლენაზე ვინმეს შეუძლია დაცინვა. 


41. სექსი – ეს საპასუხო ქმედებაა. არ ღირს იმასთან დარჩენა, ვინც დაინტერესებული არ არის შენი სიამოვნების მიღებაში. 


42. სექსით იმდენად ხშირად დაკავდი, რამდენადაც ეს თავად გსურს.


43. ყოველთვის გამოიყენე კონტრაცეპტივები. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ჯერ არავის შეუჩერებია. 


44. შენ უფრო მეტი კარგი სექსი გექნება, თუ პარტნიორთან ურთიერთბის გონივრულად აწყობას ისწავლი. 


45. შენ უფრო მეტი კარგი სექსი გექნება, თუ გეცოდინება ბევრი რამ სქესობრივი აღზრდის შესახებ.


46. შენ არ ხარ ვალდებული ვინმეს მოუყვე საკუთარი სქესობრივი ცხოვრების შესახებ.


47. თუ შენ გაქვს სურვილი ისაუბრო საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე – ეს ნორმალურია.


48. ნუ შეადარებ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას სხვა ადამიანების გამოცდილებას. ნებისმიერ შემთხვევაში არ არსებობს “სწორი” ან “არასწორი” გზა.


49. არ იჭორაო სხვა ადამიანების სექსუალურ ცხოვრებაზე.


50. ზოგჯერ სექსი არის აღმაფრთოვანებელი!


51. სექსი – ეს არის პასუხისმგებლობა. არ დაივიწყო, რომ სექსის ქონაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღება თავად მოგიწევს. 


52. იცოდე სად გადის შენი დაშვების ზღვარი და ნურავის მისცემ მისი გადაკვეთის უფლებას. 


53. ისწავლე საკუთარი საზღვრების წინასწარ დადგენა.


54. შეიცანი საკუთარი თავი როგორც ადამიანი, მოახდინე შენი პიროვნული იდენტიფიკაცია და გახსოვდეს, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს სექსუალურ თვითიდენტიფიკაციასთან. 


55. მიიღე საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ.


56. შეისწავლე საკუთარი ანატომია.


57. შენი სასქესო ორგანოები არ არის არც ბინძური, არც მახინჯი, არც უცნაური ან რაიმე სხვა, როგორც სხვა ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ. 


 58.შენი სხეული ლამაზია, მაგრამ ყველაფერზე მთავარია ის, რომ შენი სხეული ძლიერია. მას შეუძლია არამარტო გარშემომყოფების ყურადღების მიქცევა, არამედ ცეკვაც, ხატვაც, დათვლაც, შენებაც, მარათონის გარბენაც, ახალი სიცოცხლის დაბადებაც, ტკივილის და სიამოვნების გადატანაც - მას გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე უბრალოდ სიმპათიურობაა. შეისწავლე ეს შესაძლებლობები! 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.