ეფექტური გზა კუჭის მჟავიანობასთან საბრძოლველად
ყოველი მეხუთე ადამიანი ებრძვის კუჭის მომატებულ მჟავიანობას. თუ მჟავიანობა პრობლემად იქცა, განსაკუთრებით კი დიეტის დარღვევისას, ამის მიზეზია ის, რომ ცხიმიანი საკვების გადამუშავება უფრო ნელა მიმდინარეობს. თუმცა მას იწვევს ნებისმიერი სხვა საკვების მიღებაც, მხოლოდ დიდი რაოდენობით, რის გადამუშავებაც მეტ დატვირთვას მოითხოვს. თუ კვების რეჟიმი არაა დარღვეული, ვარჯიში შეიძლება იყოს მისი გამოწვევი მიზეზიც, როდესაც საკვების მიღების შემდეგ სულ მცირე ორი საათი უნდა იყოს გასული მის დასაწყებად.
დამატებით, სამსახურში დატვირთვაც ხდება მომატებული მჟავიანობის მიზეზი. თუ გვიანობამდე გიწევთ მუშაობა ოფისში, ასევე, ძილის წინ გიყვართ საკვების მიღება, კუჭის წვენის გამოყოფაც ხდება იმის გამო, რომ საკვები ვერ ასწრებს გადამუშავებას. წვებით დასაძინებლად სავსე კუჭით, ხოლო გრავიტაცია ვერ ეხმარება საკვებს გადაადგილებაში. უმჯობესია წელის ქვეშ ბალიშის მოთავსება და ამ პერიოდში რამე ფილმის ყურება, დაძინებამდე.
კუჭის წვენის ნაკლებობა მიუთითებს მჟავიანობის დონის მომატებაზე, ამისთვის აუცილებელია მისი ნეიტრალიზება. ნახევარი ლიტრი წყალი ამაში დაგეხმარებათ, ასევე, პიტნის საღეჭი რეზინი, შაქრის გარეშე, დაგეხმარებათ. ამ დროს გამოყოფილი ნერწყვიც კი ანეიტრალებს მჟავას.
თუ არც ერთი საშუალება არ ამართლებს, უნდა მიმართოთ აფთიაქს. იმ შემთხვევაში თუ მჟავიანობა გაწუხებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად.
როგორც წესი, მომატებული მჟავიანობა თავს იჩენს საკვების მიღების შემდეგ. გართულების შემთხვევაში, შესაძლებელია ზიანი გულსაც მიადგეს, რაც ხშირად ერევათ ხოლმე: გული აწუხებთ თუ კუჭი. როგორც ექიმები ამბობენ, უმჯობესია, მიხვიდეთ კუჭის ტკივილით, მჟავიანობის გამო, ფიქრობდეთ, რომ ეს გულია, ვიდრე გაწუხებთ სინამდვილეში გული.
დატოვეთ კომენტარი