დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის რებრენდინგი

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის რებრენდინგი

13093 ნახვა
1 ივლისიდან დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ახალი ბრენდითა და ახალი სტრატეგიით წარსდგება მომხმარებლის წინაშე.  

 

სამედიცინო ცენტრის რებრენდინგი განაპირობა მმართველი გუნდისა და სტრატეგიის ცვლილებამ, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტების, მაღალი ხარისხის, პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისის შეთავაზებას.

 

სამედიცინო ცენტრის სიახლეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი და ახალი მრავალპროფილური საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რომელიც უკვე დაწყებულია და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.  ეს იქნება საერთაშორისო სტანდართებთან   სრულიად ადაპტირებული კლინიკა, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.  ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ  მოსახლეობას საშუალება ექნება  მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო მომსახურება საკუთარ ქვეყანაში.

 

ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე - ამ ლოზუნგით დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 1 ივლისიდან პერმანენტულად მოსახლეობას არაერთ საინტერესო სიახლეს და ხარჯთეფექტურ მომსახურებას  შესთავაზებს.

 

აღნიშნული  სიახლეები კლინიკის  20 წლის იუბილეს უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 1997 წელს პროფესორ დავით ტატიშვილის მიერ დაფუძნდა საქართველოში პირველი კერძო სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების სამედიცინო დაწესებულება „ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კველვითი ცენტრი“. შემდგომ წლებში მოხდა სწრაფი ზრდა და განვითარება. აბულაძის ქუჩაზე აშენდა ახალი მრავალპროფილიანი „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“, დაფუძნდა „დავით ტატიშვილის სამედიცინო გამაჯანსაღებელი ცენტრი, მარიჯანის ქუჩაზე აშენდა ახალი ნაგებობა, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა 24 საათიანი სტაციონარული მომსახურებით მრავალპროფილური ბავშვთა და მოზრდილთა პედიატრიული და ქირურგიული კლინიკური მიმართულებებით,  სანდრო ეულის ქუჩაზე აშენდა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულიად ადაპტირებული ახალი ნაგებობა, დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც დღესდღეობითაც წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ სრულყოფილ სამედიცინო დაწესებულებას სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულებით.

 

 ინფორმაციის მომწოდებელია: დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

 

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.