აირჩიეთ მამაკაცი, რომელსაც სიგიჟემდე სიყვარული შეუძლია

აირჩიეთ მამაკაცი, რომელსაც სიგიჟემდე სიყვარული შეუძლია

24410 ნახვა
შენ ღირსი ხარ იყო ისეთი მამაკაცის საყვარელი ქალი, რომელმაც სიგიჟემდე სიყვარული იცის.

 

შენ ღირსი ხარ იყო საყვარელი ქალი, უბრალოდ იმიტომ, რომ ამ მშვენიერ პლანეტაზე დაიბადე.

 

და არა მარტო ამის გამო.

 

შენ ღირსი ხარ იყო უსასრულოდ საყავარელი ქალი.

 

შენ ღირსი ხარ იყო ისეთი მამაკაცის საყვარელი ქალი, რომელიც ისე გიყურებს, თითქოს მსოფლიოს მერვე საოცრება იყო. თითქოს ჯადოქრობა და ზღაპარია, როცა შენ მის გვერდით ხარ.

 

შენ ღირსი ხარ იყო ისეთი მამაკაცის საყვარელი ქალი, რომელსაც უყვარს შენთან ერთად პაემანზე სიარული, მყუდრო გარემოში ბუხართან ყოფნა, გაუხდელად, როცა ერთმანეთს უკავშირდებით არამარტო სხეულით, არამედ სულიერადაც, და როცა იმ ღამით მთავარია თქვენი გულახდილი საუბრები.

 

შენ ღირსი ხარ იყო ისეთი მამაკაცის საყვარელი ქალი, რომელსაც უნდა შენი შიშის, შფოთის და ეჭვების გაგება, რის გამოც კიდევ მეტად უნდა რომ უყვარდე.

შენ ღირსი ხარ იყო ისეთი მამაკაცის საყვარელი ქალი, რომელსაც უყვარხარ უსასრულოდ იმის გამო, როგორიც ხარ.

 

შენ ღირსი ხარ იყო ისეთი მამაკაცის საყვარელი ქალი, რომელსაც დილით ადრე უყვარხარ, როცა ნახევრადგახელილი თვალები გაქვს, თმა კი გაურკვევლად აჩეჩილი. მამაკაცის, რომელსაც უყვარხარ დილის ყავამდე, ყავის დალევისას და ამის შემდეგაც — და მნიშვნელობა არ აქვს მოგწონს იმ დღეს საკუთარი თავი თუ არა.

 

შენ ღირსი ხარ იყო ისეთი მამაკაცის საყვარელი ქალი, რომელიც თავს გადებს მკერდზე და ნეტარებას განიცდის. მამაკაცის, რომელიც გაღმერთებს.

ისეთ დროს, როცა მისი სიყვარული არარეალურად გეჩვენება, ის გახსენებს, რომ შენ ამას ნამდვილად იმსახურებ. 

 

რადგან მას არ შეუძლია რომ არ უყვარდე. რადგან ეს მარტივია. ეს ხომ შენ ხარ.

აირჩიე ისეთი მამაკაცი, რომელიც ყოველთვის შენს გვერდით იქნება, ყოველგვარი «მაშინაც კი»-ს გარეშე. შენს გვერდით იქნება, როცა მოიწყენ, როცა შენ მშობლებს არ მოეწონებათ... შენს გვერდით იქნება 10 კგ-ით როცა მოიმატებ, როცა სამსახურს დაკარგავ, როცა დეპრესია გექნება, როცა მასზე გაბრაზდები.


აირჩიე მამაკაცი, რომელიც ყოველთვის შენ გვერდით იქნება - ჭირსა და ლხინში.

აირჩიე მამაკაცი, რომელიც მოგისმენს როგორ ჩაიარა შენმა დღემ და ეცოდინება როგორ დაგავიწყოს რთული დღე.

 

აირჩიეთ მამაკაცი, რომელსაც ესმის, რომ სიყვარული ვლინდება წვრილმანებში.

მამაკაცი, რომელიც რეცხავს ჭურჭელს არა იმიტომ, რომ ეს მისი მოვალეობაა, არამედ იმიტომ, რომ ეს სიყვარულის გამოვლინებაა მისი მხრიდან. მამაკაცი, რომელიც ყურადღებას აქცევს შენს ავტომობილს იმის გამო, რომ იცის როგორ არ გიყვარს ამის გაკეთება შენ. მამაკაცი, რომელიც პატარა სასიყვარულო ჩანაწერს აკეთბს თქვენს ბლოკნოტში და ამას არა იმის გამო, რომ წმ. ვალენტინის დღეა, უბრალოდ იმიტომ, რომ ერთი ჩვეულებრივი დღეა.

 

აირჩიე მამაკაცი, რომელიც რთულ პერიოდში თვალებში შემოგხედავს და გეტყვის: «ჩვენ ამას გავუმკლავდებით, შენ სანერვიულო არაფერი გაქვს».

აირჩიე მამაკაცი, რომელსაც იმდენად უსაზღვროდ უყვარხარ, რომ ეს კი არ გბოჭავს, პირიქით - გათავისუფლებს. მამაკაცი, რომლის სიყვარულიც შთაგაგონებს და არ გზღუდავს.  

 

ასეთი მამაკაცი მთელ სამყაროს გახსნის შენს წინაშე და შენც ზუსტად იგივეს გააკეთებ მისთვის.

 

 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.