10 მიზეზი, რის გამოც მამაკაცებს კარგი სექსი არ გამოსდით

10 მიზეზი, რის გამოც მამაკაცებს კარგი სექსი არ გამოსდით

227675 ნახვა
1. ვაგინალური ორგაზმი არ არსებობს
მგონი დროა უკვე დასრულდეს ეს საერთაშორისო ქალური შეთქმულება! რა თქმა უნდა შეგრძნებები მძაფრდება, როცა პარტნიორი თქვენშია, ეს ფაქტია, მაგრამ ამ ნაწილში არ არის არანაირი ეროგენული ზონები. ვაგინალური ორგაზმი არავის უნახავს, მაგრამ მისი არსებობა რატომღაც ყველას სჯერა.
 

2. ქალს არ შეუძლია ორგაზმის მიღწევა ისე სწრაფად, როგორც მამაკაცს
ყოველ 30 წამში აფრიკაში 1 ბავშვი კვდება მალარიისგან, აფრენას და დაჯდომას ახორციელებს რამოდენიმე თვითმფრინავი, ორგაზმს აღწევს არაერთი მამაკაცი. ქალი კი ამ პერიოდში ოდნავ მოდუნებას შეძლებს. ასე რომ, ქალებო - შეწყვიტეთ თავის მოჩვენება, თითქოს ყველაფერი კარგი იყო და ორგაზმიც ერთდროულად შედგა. ასეთი რამ არ ხდება 100-დან 98 შემთხვევაში.
 

3. თუ სწორად მოხდება თუნდაც ერთი ეროგენული ზონის აღგზნება, მაშინ ყველაფერი გამოვა
ძვირფასო ქალებო! ვაგინის გარდა თქვენ გაქვთ მკერდი, თეძოები, მუცელი, სახე, ყელი, თვალის ქუთუთოები, ფეხის თითები, ხელები, იდაყვები და ა.შ. შეიძლება უსასრულოდ ჩამოთვლა. ბევრი ქალი წუხს, რომ მამაკაცი მის ლამაზ მკერდს ნაკლებად აქცევს ყურადღებას, ეს კი იმის გამო ხდება, რომ მას სურს 30 წამში მოასწროს სიამოვნების მიღება. შეეცადეთ გადააჩვიოთ მამაკაცები ამას, რაგან ქალის სხეული არის მთელი სამყარო.
 

4. აგრესიული სექსიპარტნიორებს შორის სიყვარულისა და ნდობის დამადასტურებელია
ზოგჯერ აგრესიული სექსის ქონა კარგია, რადგან ეს სტრესს ხსნის, თუმცა მუდმივად ასეთი ფორმით სქესობრივი კავშირი არასასიამოვნოა. განსაკუთრებით მამაკაცის მხრიდან, რადგან ის ეჩვევა თავისი აგრესიისთვის თავისუფლების მიცემას და იმის ნაცვლად რომ ნელა, ვნებიანად შეისწავლოს ქალის სხეული და ორივე პარტნიორმა მიიღოს უდიდესი სიამოვნება მთელი ღამის მანძილზე - მისი ქცევა ხდება უხეში.
 

5. სექსი სიმთვრალეში უკეთსია
ზოგჯერ კი, რადგან ამ დროს თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ისეთი რამ, რაც მოგწონთ, თუმცა ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ თქვენს ურთიერთობებში რაღაც კარგად არ არის. ამიტომ, ნუ გიხარიათ ის ფაქტი, რომ მთვრალ მამაკაცს უფრო ხანგრძლივად უყვარხართ ან უნდიხართ. კარგი მამაკაცი სექსის წინ ნაკლებად დალევს, რადგან ყველაფერი იყოს იდეალურად, ხანგრძლივად და სასიამოვნოდ.

6. სექსის შემდეგ ჩახუტება აუცილებელი არ არის 
ეს პარტნიორის მიმართ პატივისცემის გამომხატველი ჟესტია. თუ თქვენი სექსი არ იყო სწრაფი, ნამთვრალევი, უხეში და ერთფეროვანი. გასაგებია, რომ მამაკაცი ცხოვრობს ციკლებით: სექსი, საკვები, თამაშები, ძილი, მუშაობა, ლუდი, საკვები. ერთი ციკლი სრულდება და იწყება მეორე. სქესობრივი აქტი დასრულდა - შესაძლებელია ჭამა. ქალბატონებო, ასწავლეთ მამაკაცებს თქვენდამი პატივისცემით მოპყრობა, სინაზესა და სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ერთმანეთის ჩახუტება და საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.
 

7. საუზმე საწოლში - ეს რომანტიკული კომედიების ნაწილია 
თუ ღამე მამაკაცის სახლში გაატარეთ, ხოლო დილით ის სამსახურში მიდის, ან ელოდება როდის გახვალთ მაღაზიაში, რომ მას საუზმე მოუმზადოთ - ნუ მოიქცევით ისე, თითქოს ყველაფერი რიგზეა. მაშინაც კი, თუ ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი ერთობლივი საუზმე იქნება, შეეცადეთ მისი გემო დაკავშირებული იყოს არომატულ ყავასთან და სასიამოვნო ღამის შემდეგ კარგი დილის განწყობასთან.
 

8. საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რაც პორნოფილმებშია
თუ თქვენ პორნოფილმში გადაღება გინდათ, მაშინ კი, ასეა. სხვა შემთხვევაში რაც იქ ხდება ამას არანაირი კავშირი არ აქვს სიახლოვესა და კარგ სექსთან, რადგან კარგი სექსი - ეს არის სიახლოვე.
 

9. საშიში არაფერია, თუ მამაკაცი ხმებს არ გამოსცემს და კომპლიმენტებს არ გეუბნებათ - ის ხომ მამაკაცია
მამაკაცი ნამდვილად არ უნდა ყვიროდეს ორგაზმის დროს - ეს საშინელებაა. თუმცა მოსაფერებელი და საქებარი სიტყვების მოსმენა მისგან ნამდვილად სასიამოვნოა, რადგან ქალების უმრავლესობას ყურებით უყვარს და რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს მომენტი მამაკაცმა?
 

10. არ არის საჭირო რაიმეს განხილვა და იმის აღიარება, რომ ორგაზმს არ განიცდით
ამის თქმა ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ მამაკაცებს კარგი სექსი არ გამოსდით. ნუ მოგერიდებათ მამაკაცისთვის იმის თქმა, რომ კუნილინგუსის კეთება საჭიროა ხანგრძლივად, პრელუდიის კი უფრო ხანგრძლივად. ამის გაკეთება ნამდვილად ღირს კარგი სექსი თუ გინდათ. 

დატოვეთ კომენტარი



უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.